LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გომბორის უღელტეხილზე მხოლოდ სპეციალური საშვის მქონე პირებს უშვებენ

ესაააა

კახეთისკენ დღეს ასობით ადამიანი მიემართება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე დასასწრებად. ინაუგურაცია თელავში ერეკლე მეფის სასახლის ეზოში გაიმართება.

თბილისიდან თელავის მიმართულებით უკვე დაიძრნენ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები.

როგორც “ფორტუნას” ჟურნალისტი იტყობინება, გომბორის უღელტეხილის გავლით მოძრაობა შეზღუდულია და ამ გზაზე მხოლოდ სპეციალური საშვის მქონე პირებს, პრესის წარმომადგენლებს და იმ პირებს უშვებენ, რომლებიც ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე დასასწრებად სტუმრის სტატუსით მიემგზავრებიან.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები