LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Google-ში კიდევ ერთი ქართველი ახალგაზრდა დასაქმდა

1017
FORTUNA.GE (20)

მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ კომპანია Google-ში კიდევ ერთი ქართველი ახალგაზრდა დასაქმდა. თავისუფალი უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების და მათემატიკის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული, ზაურ მეშველიანი მუშაობას იწყებს Google-ის მიუნხენის ოფისში.

ზაური მეშველიანი Chrome OS Security & Privacy-ის გუნდში Software Engineer-ის პოზიციაზე იმუშავებს. აღნიშნულ ინფორმაციას თავად თავისუფალი უნივერსიტეტი ავრცელებს.

შეგახსენებთ, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ქართველი ახალგაზრდები Google-ში მუშაობას იწყებენ. მაგალითად, ზაურ მეშველიანის მსგავსად, google-ს (ლონდონის ფილიალის) თანამშრომელია თორნიკე მანძულაშვილიც. მანძულაშვილს Google-ში software engineer-ის (პროგრამისტი) პოზიცია უკავია. Google-ში მუშაობს ლაშა ლაკირბაიაც. აღსანიშნავია, რომ მანძულაშვილიც და ლაკირბაიაც თავისუფალი უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებისა და მათემატიკის სკოლის (MACS) კურსდამთავრებულები არიან.

მსოფლიოს გიგანტ კომპანიაში წლების წინ (2017 წელს) მუშაობა დაიწყო თსუ-ს მაგისტრატურის კურსდამთავრებულმა გიორგი მეგრელმაც. მან გასაუბრებიდან საბოლოო პასუხამდე დიდი და რთული გზა გაიარა და საბოლოოდ, GOOGLE-ში დასაქმება შეძლო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g