თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, მიხეილ სააკაშვილმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში ყოფნის პერიოდი გაიხსენა. მისი თქმით, ჰოსპიტალის შენობასთან რამდენიმე უპატრონო ძაღლი ცხოვრობდა და როდესაც მისგან დეპუტატი, ადვოკატი, ან ვინმე განცხადების გასაკეთებლად გავიდოდა, „ძალიან საყვარელი ცუგა, ყოველთვის შედიოდა კადრში და ყეფას იწყებდა“.
როგორც სააკაშვილმა თქვა, „როცა მას ახალი წელი მიულოცეს და მანაც გადასძახა, ცუგა იქაც იდგა და მას ახშობდა“.
„მე არ ვიცი, რამ გამახსენა, მაგრამ, რატომღაც გამახსენდა… არავის არ ვგულისხმობ… გორის ჰოსპიტალთან რამდენიმე უპატრონო ძაღლი იყო. რამდენი ჩემგან დეპუტატი, ადვოკატი, ვიღაც გავიდოდა და განცხადებას აკეთებდა, ერთი ძაღლი იყო, ძალიან საყვარელი ცუგა, რომელიც ყოველთვის შედიოდა კადრში და როგორც კი ისინი განცხადებას იწყებდნენ, ის ყეფას იწყებდა. ეს იყო მისი ცხოვრებისეული ფუნქცია, რომ განცხადების გაკეთების საშუალება არ მიეცა. როცა ახალი წელი მომილოცეს და მე გადავძახე, იქაც იდგა და მახშობდა მე. ყველას სხვადასხვა ფუნქცია აქვს თავის ცხოვრებაში. არ მინდა, ვინმემ თავის თავზე მიიღოს, თუ ვინ არის ეს ცუგა კონკრეტულად“, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.