გორის მუნიციპალიტეტში მამამ შვილი მოკლა.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ სობისში მოხდა – მამამ 40 წლამდე ასაკის შვილს ნაჯახით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დაკავებული დანაშაულს აღიარებს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.