LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორში პოლიციელი საკუთარმა მდგმურმა მოკლა: ეჭვმიტანილი თურქეთის მოქალაქეა

193
d5983bb71ac089893bdb47b02778b646-XL

მდგმურმა მეპატრონე ცივი იარაღით მოკლა. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით, გორში მოხდა. ეჭვმიტანილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი პოლიციის თანამშრომელია. მდგმური ნაქირავებ სახლში ბინის მეპატრონის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. შემთხვევის შესახებ სხვა დეტალები ამ დროისათვის უცნობია. უცნობია ასევე მკვლელობის მიზეზიც.

“ფორტუნას” ინფორმაციით, ეჭვმიტანილი თურქეთის მოქალაქეა. შსს-ში მკვლელობის ფაქტს ადასტურებენ, თუმცა კონკრეტულ დეტალებზე საუბრისგან ამ ეტაპზე თავს იკავებენ. უწყების ინფორმაციით, ოფიციალური განცხადება დღესვე გაკეთდება.

სავარაუდო დამნაშავე პოლიციამ უკვე დააკავა. საქმეზე გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლითაა აღძრული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g