LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გრძელდება გზებზე სერიული მკვლელობები, საგზაო უსაფრთხოების სისტემა სრულიად მოშლილია” – დავით მესხიშვილი

105
BeFunky-collage (3)

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი, გუშინ გორში მომხდარ ტრაგიკულ ავარიას ეხმაურება.

მესხიშვილი აღნიშნავს, რომ საგზაო უსაფრთხოების სისტემა სრულიად მოშლილია. ბოლო 5 დღის განმავლობაში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებს 13 ადამიანი ემსხვერპლა.

“საერთაშორისო ტერმინოლოგიის მიხედვით არ ამბობენ: ავტოსაგზაო შემთხვევებში “გარდაიცვალა” ან “დაიღუპა”. ვინაიდან თავის სიკვდილით არ გარდაცვლილა ადამიანი და ყველა ასეთ ტრაგედიას ჰყავს “ავტორი”, რომელმაც სიცოცხლე მოუსწრაფა სხვას, გამოიყენება ტერმინი “მოკლული”, “მოკლეს”!
ბოლო 5 დღის განმავლობაში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებში მოკლულია 13 ადამიანი. დაშავებულთა და დასახიჩრებულთა რაოდენობამ 30-ს გადააჭარბა. მოკლულებს შორის არიან ბავშვებიც (ბაღდათი-4 წლის ბავშვი). საგზაო უსაფრთხოების სისტემა სრულიად მოშლილია და გრძელდება ჩვენს გზებზე სერიული მკვლელობები.
ვიზიარებ ოჯახების მწუხარებას
დამატება: 1 საათის წინ, ქუთაისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მოკლულია კიდევ 2 ადამიანი,”-წერს დავით მესხიშვილი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები