LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გრემიზე“ ტრიუმფის შემდეგ, ბილი აილიში „ოსკარის“ დაჯილდოვებაზე იმღერებს (ფოტო)

787
bili-ailish-news45

„გრემის“ ტრიუმფატორი 18 წლის ამერიკელი მუსიკოსი ბილი აილიში ამჯერად „ოსკარის” დაჯილდოვების ცერემონიაზე იმღერებს. ეს ინფორმაცია აკადემიის უმაღლესი ჯილდოს ოფიციალურ გვერდზე დღეს გამოჩნდა. ამ დრომდე ცნობილი იყო, რომ „ოსკარის“ ჰედლაინერებს შორის იყვნენ ინდირა მენდესი, ელტონ ჯონი, სინტია ერივო და რენდი ნიუმანი. დღეს მათ რიცხვს ბილი აილიშიც დაემატა, რომლის სადებიუტო ალბომი „ბილბორდის“ ჩარტის სათავეში მოექცა.

ვარაუდობუნ, რომ მომავალ წელს ბილი აილიში „ოსკარის“ ნომინანტთა სიაშიც მოხვდება. სწორედ მას მიანდეს ბონდის შესახებ გადაღებულია ახალი ფილმის საუნდტრეკის შესრულება.

საინტერესოა, რომ აქამდე გამოსული ბონდის ორივე საუნდტრეკი „ოსკარის“ გამარჯვებული გახდა. სემ სმიტმა სიმღერით Writing’s On The Wall და ადელმა სიმღერით Skyfall ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო მიიღეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები