LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გრიგოლ ლილუაშვილი: უსმენენ იმას, ვინც კანონიერ საფუძველზე არის მოსასმენი

37
გრიგოლ ლილუაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, ქვეყანაში უკანონო მოსმენები არ მიმდინარეობს.

„TV პირველის“ მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ, „რატომ უსმენენ ჟურნალისტებს აქტიურად“ სუსის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ „უსმენენ იმას, ვინც კანონიერ საფუძველზე არის მოსასმენი.

„უსმენენ იმას, ვინც კანონიერ საფუძველზე არის მოსასმენი. ეს ემსახურება სახელმწიფო ინტერესებს და არა რომელიმე ჟურნალისტის მოსმენას. ვინმემ გამოიყენა თქვენ წინააღმდეგ, დაგაშანტაჟათ თუ რა, საიდან მოგაქვთ? თქვენ შექმენით. რომელი „კრებსები“ იყო?

აუდიო, ვიდეო? სპექტაკლი რომ დადგით, აგენტი 001 და აგენტი 007 ? მაშინ კეთილი ინებეთ, გამოძიებამ თქვენ მოგწერათ და გადმოგვეცით ის მასალები, რომლებიც ხელთ გაქვთ. რატომ არ აძლევთ? გადაეცით მასალები, თუ გინდათ გარკვევა, მაგრამ შემდეგ არ აღმოჩნდეს, რომ ამის შემქმნელები არა სუსი, არამედ თქვენი ტელეკომპანიის ხელმძღვანელები არიან.“ – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

გოგაშვილი: სახელმწიფოს ერთდროულად შეუძლია, დაახლოებით, 100 000 ადამიანის მოსმენა

ე.წ. სუს-ის კრებსების საქმეზე კიდევ ორი ჟურნალისტი დაზარალებურად ცნეს