LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურამ დოჩანაშვილს დღეს დაკრძალავენ

145
5b169d051ae66253008b48d9

ქართველ მწერალ გურამ დოჩანაშვილს დღეს დაკრძალავენ. მისი სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება.

მწერალს, მისივე სურვილით, საბურთალოს სასაფლაოზე, შვილის გვერდით დაკრძალავენ.

გურამ დოჩანაშვილის ოჯახის დიდი ტრაგედია: „ირაკლი გაახსენდა… პალატაში, სიკვდილის სარეცელზე მწოლიარე შვილი…“

“ბაკურიანი, 1958 წელი, ზვიად გამსახურდია და გურამ დოჩანაშვილი მოჩანან იმ ცხრათაგან, ამის შემდეგ დამოუკიდებელი საქართველო რეალობად იქცა, გურამმა იარა ინდივიდუალური გზით და შექმნა თავისი განუმეორებელი ფურცელი მწერლობაში”

გურამ დოჩანაშვილი 3 აპრილს გარდაიცვალა. ის 1939 წლის 26 მარტს ქ. თბილისში დაიბადა. 1962 წელს დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკულტეტი. 1968 წელს გურამ დოჩანაშვილი მწერალთა კავშირში მიიღეს. გურამ დოჩანაშვილის პირველი მოთხრობები 1961 წელს დაიბეჭდა ჟურნალ „ცისკარში“. მწერალი არის ლიტერატურული პრემია – “საბას” ლაურეატი ნომინაციაში – “ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის”.

გურამ დოჩანაშვილის გამორჩეული ნაწარმოებებია – „სამოსელი პირველი“, „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“, „ვატერ(პო)ლოო ანუ აღდგენითი სამუშაოები“, “თავფარავნელი ჭაბუკი”, “ლოდი ნასაყდრალი” .

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები