LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გურია ევროკავშირის ერთ-ერთ სამიზნე რეგიონს წარმოადგენს“- კარლ ჰარცელი ოზურგეთს ეწვია

50
Untitled design (1)

24 მაისს ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი ოზურგეთს ესტუმრა.

საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის განცხადებით, გურია ევროკავშირის ერთ-ერთ სამიზნე რეგიონს წარმოადგენს.

ვიზიტის ფარგლებში ელჩმა მოინახულა ადგილობრივი სკოლა, დაესწრო ფილმის ჩვენებას “მე და ევროპა” და რეგიონში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების ბენეფიციარებს შეხვდა.

“ელჩმა ოზურგეთის საჯარო სკოლის 100-ზე მეტ მოსწავლესთან ღია და ინტერაქტიური დისკუსია გამართა ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობებზე. ამასთან, ევროპული ელფერით, მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობა მიიღო კლასიკურ თამაშში “რა? სად? როდის?”, რის შემდეგაც მან “მე და ევროპა” თემაზე ჩატარებული მხატვრული სასკოლო კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა.

ვიზიტის ფარგლებში, ელჩი ჰარცელი ოზურგეთში მიმდინარე ევროკავშირის პროექტების წარმომადგენლებსაც შეხვდა. კერძოდ, იგი დაესწრო ოზურგეთის ტექნოპარკში EU’s Skills4Jobs programme-ის ოთხი პროექტის პრეზენტაციას, სადაც განხილული იყო პროექტების საქმიანობის შედეგები, რომლებიც ოზურგეთის ახალგაზრდებისათვის უნარ-ჩვევების განვითარებისა და დასაქმების ახალი შესაძლებლობების შექმნას ისახავს მიზნად.

ამის შემდეგ სოციალურ საწარმოში – კაფე “რვას + 1” მოეწყო პროექტის “ქალების ძალა – ეკონომიკური და პოლიტიკური მონაწილეობა ინკლუზიური საზოგადოებისთვის საქართველოში” საქმიანობისა და შედეგების პრეზენტაცია, რომელსაც გურიაში „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი“ ახორციელებს. შეხვედრაზე განიხილეს გენდერული თანასწორობის შესახებ მნიშვნელოვანი საკითხები”, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც საქართველოში ევროკავშირის დელეგაციაში აცხადებენ, ვიზიტის დასასრულს, მოეწყო გიორგი ქველიძის მიერ გადაღებული ფილმის “მე და ევროპა” ჩვენება.

ფილმი გვიყვება ევროკავშირისა და საქართველოს საერთო ღირებულებებზე და საქართველოს რეგიონებში, მათ შორის გურიაში, მცხოვრები ადამიანების ისტორიას. ჩვენებას სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, აგრეთვე, ადგილობრივი სკოლების პედაგოგები დაესწრნენ.

პოპულალურები