„აზოვსტალის“ ქარხნიდან, ქალაქ მარიუპოლიდან და მიმდებარე ტერიტორიებიდან 500-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა სოციალურ ქსელ “ტვიტერში” დაწერა.
„გაერო-სა და „წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის“ ერთიანი ოპერაციის შედეგად, ორმა უსაფრთხო კოლონამ წარმატებით განახორციელა 500-მდე ადამიანის ევაკუაცია „აზოვსტალის“ ქარხნიდან, მარიუპოლიდან და მიმდებარე ტერიტორიებიდან. იმედი მაქვს, რომ მოსკოვთან და კიევთან მუდმივი კოორდინაცია მეტ ჰუმანიტარულ პაუზას მოახდენს, მშვიდობიანი მოქალაქეების უსაფრთხოდ გადასაადგილებლად“,- წერს გუტერეში.