LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვანცა დარასელიამ თიკა ფაცაცია აატირა: „ვასრულებ ჩემს 15-წლიან ურთიერთობას „რუსთავი 2“-თან, დიდი მადლობა ამ არხს…“

55495
გვანცა დარასელია

„რუსთავი 2“-ში ახალ სეზონზე დიდი სიახლეებია. „სხვა შუადღის“ წამყვანებმა აჩკო სოლოღაშვილმა და თიკა ფაცაციამ დილის გადაცემაში გადაინაცვლეს, ხოლო გვანცა დარასელია „რუსთავი 2“-ის მაყურებელს დაემშვიდობა:

„ეს 15 წელი ჩემი ცხოვრების საუკეთესო დასაწყისი იყო, რადგან 32 წლის ვარ და მგონია, რომ ეს დასაწყისია. მართალია, ვხურავ ამ 15-წლიან ურთიერთობას ჩემს „რუსთავი 2“-თან, მაგრამ დიდი მადლობა ამ არხს. და ძალიან ამაყი ვარ. ჩამოვყალიბდი პროფესიულად, მინდა, გამოვიყენო ეს სულ სხვა სივრცეში. ძალიან მინდა, განვვითარდე და სიახლეები დაიწყოს ჩემს ცხოვრებაში. მგონია, რომ სწორედ ახალი ცხოვრების, ახალი სუფთა ფურცლის დასაწყისი იქნება ჩემთვის და ბევრად მაგარი რაღაცები მელოდება წინ. მართლა, ჩემი ცხოვრების დასაწყისად აღვიქვამ ამ 15 წელს, პროფესიას, რომელიც ამ წლებმა მომცა და ადამიანებს, რომლებიც გამაცნო აქ მუშაობამ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g