LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვარამია: ქარელში, ჩვენი ოპერატორი “ოცნების” ოფისის მეორე სართულიდან გადმოაგდეს

197
მტავარი არხი

მთავარი არხის“ დირექტორი, ნიკა გვარამია წერს, რომ მისი არხის ოპერატორი გადაღებისას „ართული ოცნების“  შტაბის მეორე სართულიდან გადმოაგდეს.

“მივდივარ ქარელში. ჩემი ჯგუფი გადაღებაზე იყო ქარელში (ბექა ყორშია და ლევან აბლოთია). „ქართული ოცნების“ შტაბის მეორე სართულიდან, ოცნების წევრებმა გადმოაგდეს ჩვენი ოპერატორი, რომელიც ახლა გადაყავს ქარელის საავადმყოფოში სასწრაფოს.

ირაკლი კობახიძევ, ლექსო ლაშქარავა კვადრატში გვჭირდებაო, ოპოზიცია ამბობსო, თუ რა შხამს აფრქვევდი შე ნაძირალა?!! შენი პარტიის ქარელის ოფისიდან, შენივე პარტიის წევრებმა რომ გადმოაგდეს ადამიანი, ეს ოპოზიცია იყო? თუ ბექა ყორშიას დააბრალებ თავისივე ოპერატორის გადმოგდებას? თუ თვითონ გადმოხტა? ან იქნებ კაიფში იყო და გადმოვარდა?

ბავშვს რამე არ დაემართოს, მაგაზე ილოცეთ ქართული ოცნება”. – წერს ნიკა გვარამია.

„ფორტუნა“  ინფორმაციის დადასტურებას შსს-სთან ცდილობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g