ჩხრეკვას ვერ ვიხსენებ. მე თვითონ ამოვალაგე ჯიბიდან ნივთები – პოლიციელები ძალიან მოწიწებით მეპყრობოდნენ, მოახლოებასაც ვერ ბედავდნენ, მერე ეგრევე „სელფის“ გადაღება დაიწყეს, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მსჯავრდებულმა მიხეილ სააკაშვილმა „ტვ პირველთან“ წერილობით ინტერვიუში აღნიშნა.
“ვიღიმი იმიტომ რომ ყოველი წამი სამშობლოში ბედნიერებაა და განსაცდელსაც თავისუფალი უნდა შევხვდე. ვიდეობის გასაჯაროების შემდეგ, როგორც მოსალოდნელი იყო პოლიციამ კამერებით გვიპოვა. ივანიშვილს აქამდე არ წაუგია არსად და არაფერი. თუ ოპოზიციამ დაამსხვრია მისი ყოვლისშემძლეობის მითი, ეს გამოიწვევს ჯაჭვურ რეაქციას. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ სასამართლოში რევოლუციური ცვლილებები, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი უნდა გახდეს“,- აღნიშნავს სააკაშვილი.
ამასთან, ექსპრეზიდენტი განმარტავს, რომ მას თაფლი ციხეში შესთავაზეს, როგორც შიმშილობის პროტოკოლის ნაწილი.
„ჰაერზე არ გავდივარ, რადგან არ მინდა გისოსებიდან ცის ყურება. ციხის ექიმები დიდი მზრუნველობით მეპრყობიან. ვუყურებ თავისუფალ ქართულ არხებს. თაფლი თვითონ შემომთავაზეს როგორც შიმშილობის პროტოკოლის ნაწილი. თითო კოვზი ჩაიში, მაგრამ საღამოს, როდესაც ტელევიზიით მოვისმინე ოქმით დავაბრუნე“,-აღნიშნავს სააკაშვილი.