ისრაელის მედიის ინფორმაციით, ღაზას სექტორმა სარაკეტო თავდასხმა კვლავ განაახლა – Times of Israel-ის ინფორმაციით, “ჰამასმა” დაახლოებით, 100-მდე რაკეტა გაისროლა თელ-ავივისა და ისრაელის, აშდოდისა და სამხრეთ ქალაქ ბეერ-შევას მიმართულებით.
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ბოლო იერიშის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა.
ღაზას მიმდებარედ მცხოვრებ მოქალაქეებს თავდაცვის ძალები მიმართავს და მოუწოდებს დარჩნენ სახლში, რადგან სარაკეტო იერიშები კვლავ მოსალოდნელია. თავდაცვის უწყების ცნობითვე, უპილოტო საფრენი აპარატების უმეტესობა გააუვნებელყვეს და შეტევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
პარალელურად, მედიაში ვრცელდება ფოტოები, რომელზეც ასახულია, როგორ ისვრიან ისრაელის ჯარისკაცები ღაზას სექტორის მიმართულებით.
ამასთანავე, ცნობილი ხდება, რომ ისრაელი სამხედრო ძალებს ღაზის სექტორთან საზღვრისკენ აგზავნის.
როგორც ისრაელის თავდაცვითი ძალების წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა იონათან კონრიკუსმა განაცხადა, ეს მოსამზადებელი ნაბიჯია.
ისრაელის არმიის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ 3 000 რეზერვისტია გამოძახებული.
შეგახსენებთ, 12 მაისს დაჯგუფება “ჰამასმა” ისრაელის მიმართულებით სარაკეტო დარტყმები განაახლა. დაჯგუფებამ სდეროთისა და აშკელონის მიმართულებით 180 რაკეტა გაუშვა. ბოლო დღეების განმავლობაში, ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 1 500-მდე რაკეტა ისროლეს.
ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა კი ღაზას სექტორში სამიზნეებზე იერიშის გაძლიერება დაამტკიცა.
ისრაელსა და ღაზის სექტორში დაღუპულთა რიცხვმა 70-ს გადააჭარბა