LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ვინმე შემაგინებს და ჩემს ოჯახს შეეხება, პასუხს მოვთხოვ: ბერა ივანიშვილი

484
ჯოზეპ-ბორელი

“თუ ვინმე შემაგინებს და ჩემს ოჯახს შეეხება, პასუხს მოვთხოვ”,-ამის შესახებ ამის შესახებ ბერა ივანიშვილმა, „იმედის“ ეთერში განაცხადა.

წამყვანის კითხვაზე, ავთენტურია თუ არა ჩანაწერი, ბერამ უპასუხა:

“არ აქვს მნიშვნელობა ავთენტურია თუ  არა ჩანაწერი, ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. დღესაც იგივე პოზიცია მაქვს, თუ ვინმე შემაგინებს და ოჯახს შეეხება მე ასეთ ადამიანს დღესაც პასუხს მოვთხოვ. მანახეთ ერთი ქართველი ვინც ამ საკითხზე სხვა აზრის არის”,-განაცხადა ბერა ივანიშვილმა.

ცნობისთვის, 6 მარტს, ,,ტვ პირველმა” ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის სავარაუდო სატელეფონო ჩანაწერი გაასაჯაროვა,  სადაც ბიძინა ივანიშვილის შვილი ღარიბაშვილს ფეისბუქ კომენტარის გამო გარკვეულ პირებზე ანგარიშსწორებას სთხოვს.

ბერა ივანიშვილთან დაკავშირებულ ფარულ ჩანაწერზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

magti 5g