LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

H&M თქვენს ძველ მაისურს ახალ სიცოცხლეს აჩუქებს

218
hm201012

მოდის ინდუსტრია წლების განმავლობაში ცდილობდა, რომ ძველი ტანსაცმლისგან ახალი შეექმნა და თან გარემოც არ დაებინძურებინა. როგორც იქნა, ტექნოლოგიები განვითარდა და H&M გახდა პირველი ბრენდი, რომელმაც სიახლის გამოცდა დაიწყო. უფრო მეტიც, ამ პროცესის ნახვა ნებისმიერ მსურველს სტოკჰოლმის მაღაზიაში შეუძლია.

კომპანიამ წარმოადგინა ტექსტილის გადამამუშავებელი  მანქანა, რომელსაც სახელად Looop ეწოდება და ახალ ქსოვილს ის ძველი ტანსაცმლის დანაწევრებით ქმნის. ახალი მატერიალით კი შემდეგ ძალიან მოდური და რაც მთავარია სულ ახალი სამოსი იკერება.

დანადგარი არ იყენებს ქიმიკატებს, ამიტომ წარმოების პროცესი მაქსიმალურად ეკოლოგიურია. შვედებს საშუალება აქვთ, რომ ძველი ტანსაცმელი ჩააბარონ, რაშიც H&M მათ 10–16 დოლარამდე თანხას გადაუხდის. ძველი ტანსაცმლისგან ახალი ქსოვილის დამზადებას მხოლოდ ნახევარი საათი სჭირდება და ამ პროცესის ყურება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

როგორც შვედური ბრენდის წარმომადგენელმა განაცხადა, მათი მიზანი რაღა თქმა უნდა, გარემოზე ზრუნვაა. მათ სურთ, რომ მომხმარებლებს ძველი სამოსის გადამუშავების მოტივაცია გაუჩინონ და აჩვენონ თუ რამდენად მარტივია ეს პროცესი.

Looop მხოლოდ დასაწყისია და კომპანია გეგმავს, რომ 2040 წლისთვის გარემოს დაბინძურება მინიმუმამდე შეამციროს და კლიმატზე იზრუნოს. სწორედ ამიტომ ბიზნესში კიდევ ბევრი საინტერესო ცვლილება იგეგმება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები