LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰომეოპათიურ საშუალებებს შედეგი არ აქვს, ამით ფსიქოლოგიურად ამშვიდებ პაციენტსაც და მშობელსაც – თემურ მიქელაძე

3210
თემური

ევროპა ჰომეოპათიური საშუალებების წინააღმდეგ! – საფრანგეთში ჩატარებული კვლევის თანახმად, ალტერნატიულ მედიცინას (ჰომეოპათიას) არანაირი დადასტურებული სარგებელი არ აქვს.

სწორედ ამ დასკვნის საფუძველზე, ადგილობრივმა მთავრობამ გადაწყვიტა, რომ პაციენტებს ჰომეოპათიური მკურნალობის დაფინანსება შეუწყვიტოს.

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა ჰომეოპათიას საბოლოო ვერდიქტი ივნისში გამოუტანა. ის ამბობს, რომ თუ ვინმეს სურს ჰომეპათიური წამლების ყიდვა, შეუძლია ასე გააგრძელოს, უბრალოდ ის საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაზე დაფუძნებული აღარ იქნება და ფრანგი გადასახადის გადამხდელები ამ ხარჯებს არ დაფარავენ.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, „გარდიანის“ თანახმად, ბრიტანეთში ჰომეპათიური მკურნალობის დაფინანსება 2017 წლიდან შეწყდა, ამ ტიპის მკურნალობას ასევე მხარს არ უჭერენ: შვედეთში, ბელგიასა და ავსტრიაში.


რადიო „ფორტუნა“
ამ თემაზე ცნობილ პედიატრს, მედიცინის დოქტორს თემურ მიქელაძეს დაუკავშირდა, რომელმაც გვითხრა, რომ არსებობს მაღალი ხარისხის ჰომეოპათიური წამლები, რომელსაც ზოგჯერ ტრადიციულ მედიცინაშიც იყენებენ. მიქელაძე განმარტავს, რომ ზოგადად, ჰომეოპათია უფრო ადამიანის ფსიქოლოგიური დამშვიდებაა, რომ წამალს სვამს და მკურნალობს.  

თემურ მიქელაძე: „იმუნიტეტის ასამაღლებელი ერთადერთი საშუალება არის სრულფასოვანი დაბალანსებული კვება"

გადაცემას ”სტუმრად ექიმთან” ექიმი პედიატრი თემურ მიქელაძე ესტუმრა, რომელმაც რადიოს ეთერში მშობლებისთვის საინტერესო თემებზე ისაუბრა, როგორებიცაა: წონის დეფიციტი, ბუნებრივი და ხელოვნური კვება, აცრები, მუცლის შებერილობა და ჰიგიენა ჩვილებში, ვირუსები და იმუნიტეტის ასამაღლებელი პრეპარატები. ხშირად ჩივიან მშობლები, რომ ბავშვი ვერ იმატებს წონაში, რა არის ამ დროს პრობლემა და რა შემთხვევაში უნდა მივიტანოთ ეჭვი წონის დეფიციტზე? საკმაოდ […]

 

თემურ მიქელაძე, პედიატრი:

„ჰომეოპათიური საშუალებები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და არა ის, რაც ხშირად გვხვდება, ინდოეთიდან და ჩინეთიდან შემოტანილი. ერთ-ორ გერმანულ ჰომეოპათიურ საშუალებას მეც ვიყენებ, მაგრამ ექიმმა ის სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად უნდა გამოიყენოს. 

რეალურად, ამ ჰომეოპათიური საშუალებებით მშობელი დამშვიდებულია, რომ ბავშვს რაღაც მედიკამენტს აძლევს, მე ჰომეპათიის შედეგებს ვერ დაველოდები, ვიყენებ უკვე ჩვეულებრივ ტრადიციულ მედიკამენტებს. აქ კიდევ ერთი დეტალია – ჰომეოპათმა ხელზე არ უნდა დაიხვიოს მძიმე პაციენტი. თუ მსუბუქი დაავადება არაა, მაგ. პნევმონიაა, იმას ჰომეპათიური საშუალებებით არასდროს უნდა უმკურნალო. ეს არის უშედეგო. მერე რთულდება ის პრობლემა“.

პედიატრი ამბობს, რომ ზოგადად, ჰომეოპათიური საშუალებები არც ერთ სამკურნალო გაიდლაინში არ შედის.

„ამერიკაში რამდენი ხანია ჰომეოპათიური საშუალებებით მკურნალობა ამოღებულია, თუმცა არის საშუალებები, რომლებიც შეიძლება გამოიყენოს ნებისმიერმა ექიმმა სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად. გაიდლაინის გარეშე უცხოელი ექიმი არ მკურნალობს, ჩვენთან კიდევ უკაცრავად და ძაღლი პატრონს ვერ ცნობს, გაიდლაინსაც აღარ კითხულობენ. რა შედეგი უნდა ჰქონდეს ჰომეოპათიურ საშუალებებს, ამას შედეგი არ აქვს. ჰომეოპათიური საშუალება არის იმისთვის, რომ მშობელი განაწყო, აი წამალს აძლევს და არ გაურთულდება. ჰომეოპათიური წამალი არ მოარჩენს, ფსიქოლოგიურად რომ დაამშვიდო, როგორც პაციენტი ისე მშობელი, ამისთვისაა“, – აცხადებს მიქელაძე.

ბრიტანეთში, ეროვნული ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელი სიმონ სტივენსი ამბობს, რომ 2017 წელს ჰომეოპათია იყო საუკეთესო საშუალება, რათა ადამიანი დაგერწმუნებინა, რომ ყველაფერი კარგად აქვს და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. „ნებისმიერს შეუძლია დღეს იმოქმედოს, როგორც ჰომეოპათმა, თუნდაც მას შესაბამისი კვალიფიკაცია და გამოცდილება არ ჰქონდეს“, – აცხადებს სტივენსონი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები