„გირჩის“ წევრის იაგო ხვიჩიას განცხადებით, შერიგების პროცესის დაწყება კარგი იქნებოდა შეწყალების მექანიზმის ეფექტურად გამოყენებით. ხვიჩიას შეფასებით, „შერიგების პროცესი უნდა დაიწყოს ჩვეულებრივი ადამიანების გათავისუფლებით, რომლებიც ციხეში არ უნდა ისხდნენ“.
„რაღაც მექანიზმი გაჩნდეს, რაც ადამიანებს ერთმანეთს დააკავშირებას. ყველაზე ეფექტური ასეთი მექანიზმია პრეზიდენტის მხრიდან შეწყალების მექანიზმი. მე არ ვამბობ, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილი უნდა შეიწყალოს. დავიწყოთ შერიგების პროცესი ჩვეულებრივი ადამიანების გამოშვებით, რომლებიც ციხეში არ უნდა ისხდნენ. შემდეგ სად მიგვიყვანს ასეთი შერიგების პროცესი და სწორი ეიფორია ადამიანის გათავისუფლების, ზეიმის, არ ვიცი, მაგრამ ეს ზეიმი პრეზიდენტმა უნდა დაიწყოს, თუ თავისი უფლებამოსილების ეფექტურად გამოყენება უნდა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
რაც შეეხება კითხვას, ოპოზიცია, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობა“ სწორედ სააკაშვილისა და გვარამიას შეწყალებას ითხოვს, ხვიჩია აღნიშნავს, რომ „ყველაფერი უცბად და ერთდროულად არ გამოდის“.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ განაცხადა: „ეროვნული თანხმობა არის და მუდმივად იქნება ჩემი ძალისხმევა, ეს ჩემი ახირება არ არის, საზოგადოების დაკვეთაა“.