LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაგო ხვიჩია – ეჭვი მაქვს, ფარცხალაძემ „ქეშის” გამოტანა მოასწრო

175
Capture

„ეჭვი მაქვს, „ქეშის” გამოტანა მოასწრო და მერე შეუზღუდეს , – ამის შესახებ “გირჩის” ხელმძღვანელმა, იაგო ხვიჩიამ ყოფილ გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძისთვის საბანკო აქტივებსა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულების შეზღუდვასთან დაკავშირებით „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

ხვიჩია ოთარ ფარცხალაძის საქმის გამოძიებაზე ხელისუფლებას უნდობლობას უცხადებს.

„ისიც გამიკვირდა ოთარ ფარცხალაძეს ეროვნულმა ბანკმა რომ შეუზღუდა ანგარიშებზე წვდომა. ეჭვი მაქვს, „ქეშის“ გამოტანა მოასწრო და მერე შეუზღუდეს. მგონია, რომ ეს გაკვეთილია ქართველი ხალხისთვის, თუ როგორ იყენებს „ქართული ოცნება“ ხალხის ნდობას. ეს ხალხი რომ დამწკრივდა არჩევნებზე, ხმებს რომ აძლევდნენ „ქართულ ოცნებას“, 50-100 ლარზე, ხახვებზე და კარტოფილებზე რომ იყიდებოდნენ, ეგ არის ფაქტი. როცა 20-50 ლარად მოგისყიდიან, მერე გაგიბედავენ იმას, რომ ფარცხალაძე იყოს შენი გენერალური პროკურორი და დასანქცირებულ კაცზე გვეუბნებოდნენ, გვჯერა, კარგ საქმეს გააკეთებდა, ცუდად დაინახესო. ჩემი აზრით, ღირსია ის ხალხი, ვინც რომელიმე პარტიას საკონსტიტუციო უმრავლესობას აძლევს. ეს სიმპტომი სხვადასხვა დროს ყველა ჩვენს მმართველს დაემართა. ახლაც არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. სისტემა ბოლომდე ირყვნება, აქამდე მალავდნენ“, – განაცხადა ხვიჩიამ.

აშშ-ის სანქციების გამო საქართველოს ბანკებში ოთარ ფარცხალაძეს ანგარიშები გაუყინეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g