LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაკუბლოს წყალსაცავს რეაბილიტაცია უტარდება

213

იაკუბლოს წყალსაცავს რეაბილიტაცია უტარდება. მისი რეაბილიტაციის პროექტის პირველი ეტაპი მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო.

როგორც ”ფორტუნას” სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ბოლო წლებში კაშხლის ფერდობსა და მიმდებარე ტერიტორიაზე შეინიშნებოდა ფილტრაციული კერების ზრდა, რაც საფრთხეს უქმნიდა კაშხლის მდგრადობას და აფერხებდა წყალსაცავის სრული დატვირთვით ფუნქციონირებას.

წყალსაცავი 3000 ჰექტარი მიწის ფართობს ამარაგებს სარწყავი წყლით, ხოლო მთისძირისა და პანტიანის წყალსაცავებთან ერთად ბოლნისის, დმანისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის, საერთო ჯამში 8 000 ჰექტარი მიწის ფართობის წყალუზრუნველყოფას ემსახურება.

იაკუბლოს წყალსაცავი ექსპლუატაციაში შევიდა 1978 წელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები