თსსუ პროფესორი, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, ივანე ჩხაიძე, „ფორტუნასთან“ საუბარში აცხადებს, რომ ქვეყანაში „ომიკრონით“ ინფიცირების შემთხვევების მატება იანვრის შუა რიცხვებიდან არის მოსალოდნელი.
„როდესაც ვლაპარაკობთ შემთხვევების მატებაზე, პირველ რიგში, იმ ქვეყნების გამოცდილებას ვითვალისწინებთ, რომლებმაც ეს პერიოდი უკვე გაიარეს „ომიკრონის“ შესვლიდან პიკამდე და ეს ციფრები არის შემაშფოთებელი.
მაგალითად, დიდ ბრიტანეთში „ომიკრონამდე“ მაქსიმალურად მაღალი მაჩვენებელი 67 ათასი იყო დღის განმავლობაში და „ომიკრონმა“ ეს ციფრი 188 ათასამდე გაზარდა. საფრანგეთში იყო ყოველდღიურად 83 ათასი შემთხვევა და 253 ათასამდე გაიზარდა. დღეისათვის ყველაზე მძიმე სტატისტიკა აქვს დანიას, „ომიკრონამდე“ მაქსიმალური რაოდენობა 4500 იყო და „ომიკრონის“ შესვლის შემდეგ პიკი 22 ათასზე ავიდა.
საფრანგეთში კორონავირუსის ახალი შტამი B.1.640.2. აღმოაჩინეს - მას 46 მუტაცია აქვს
ჯერჯერობით, ცნობილია მხოლოდ ის, რომ მას 46 მუტაცია აქვს.
ესაა ჩვენი ძირითადი საფრთხე. ჯანმო გვაფრთხილებს, რომ „ომიკრონის“ ერთ-ერთი თავისებურებაა მუტაციის ძალიან სწრაფი გადამდებლობა. ამიტომ, ამ ციფრებიდან გამომდინარე შესაძლებელია, საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა 12, 15 და 20 ათასი შემთხვევა დაფიქსირდეს.
ჩვენთან დღემდე ყველაზე მაღლი მაჩვენებელი 17 აგვისტოს დაგფიქსირდა, 6 208 შემთხვევა გვქონდა. აუცილებელი და სავალდებულო არაა, რომ ისე განვითარდეს მოვლენები, როგორც ევროპის რამდენიმე ქვეყანაში განვითარდა „ომიკრონის“ დაფიქსირების შემდეგ, მაგრამ სცენარის განვითარების ერთ-ერთი ვარიანტი შეიძლება ასეთი იყოს. ფაქტია, რომ ნებისმიერი სცენარის შემთხვევაში შემთხვევები გაიზრდება. ჯანმო გვაფრთხილებს, რომ მზად ვიყოთ უარესი სცენარისთვის.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, „ომიკრონის“ პირველი შემთხვევა საქართველოში 20 დეკემბერს დაფიქსირდა, მაგრამ სხვა ქვეყნებში პირველი შემთხვევიდან 4 კვირის შემდეგ ხდება ყველაზე მაღალი მაჩვენებლის დაფიქსირება. შესაბამისად, 15-20 იანვრის ფარგლებში „ომიკრონის“ შემთხვევები პიკს მიაღწევს. ციფრებიც, რაც დავასახელე სავარაუდოდ, ეს უნდა იყოს“. – აცხადებს ჩხაიძე „ფორტუნასთან“.
როგორ უნდა მომემზადოს ჯანდაცვის სფერო
„ომიკრონი“ მსუბუქი ფორმებით მიმდინარეობს და ჯანდაცვის სფეროსთვის შესაძლოა, არ იყოს დიდი ტვირთი. მაგრამ მაჩვენებლების გაზრდა აუცილებლად მოჰყვება მძიმე შემთხვევების მატება. ზეწოლა ჰოსპიტალურ სექტორზე აუცილებლად გაიზრდება.
დღევანდელი მდგომარეობით 8 600 საწოლი გვაქვს ქვეყანაში და 4260 არის ამ ეტაპზე თავისუფალი. ამ მხრივ ერთი შეხედვით არ უნდა იყოს რისკი და ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენი ადამიანი იქნება ინფიცირებული. შესაძლოა, გაჩნდეს პრობლემა, რომ ყველა დაინფიცირებულის ჰოსპიტალიზაცია ვერ მოხდეს და შესაძლოა გახდეს საველე ჰოსპიტლების მოწყობის აუცილებლობა“. – აცხადებს ჩხაიძე.
საშიშია თუ არა ახალი შტამი B.1.640.2
„საფრანგეთში დაახლოებით, 6 დღის წინ დაფიქსირდა კამერუნიდან შეტანილი კორონავირუსი. შემთხვევები ძალიან ცოტაა. რა კატეგორიაში მოხვდება ეს მუტაცია ძნელი სათქმელია. ძალიან რთულია ერთ კვირაში რაიმე დასკვნის გამოტანა. მომდევნო კვირების განმავლობაში დეტალურად იქნება ცნობილი კორონავირუსის ახალი მუტაცია შეშფოთების ვარიანტი იქნება თუ ინტერესის.
ჯერჯერობით, შეშფოთების მაგალითია “დელტა”, რომელიც ახლანდელი „ომიკრონის“, რომლისგანაც ველოდებით პანდემიის მეექვსე ტალღის განვითარებას. დიდი შანსია, რომ ახალი მუტაცია იყოს ინტერესის საფუძველი, რომელსაც არ გააჩნია სერიოზული ზემოქმედება.
ჩვენ გვქონდა პანიკის მსგავსი მოლოდინები რამდენიმე მუტაციაზე, რომელიც არ გამართლდა, ჩვენს სამეზობლოშიც დაფიქსირდა, მაგრამ მათ სერიოზული ზეგავლენა არც ერთ ქვეყანაზე არ მოუხდენიათ. სავარაუდოდ, ეს ვარიანტიც ასე იქნება.
ძნელი წარმოსადგენია, რომ ასეთ მოკლე დროში ორი შეშფოთების მუტაცია გამოვლინდეს, ერთი თვეა გასული, რაც „ომიკრონია“ აღმოჩენილი და შეუძლებელია, რომ ახლა ანალოგიური სიმძიმის მუტაცია გამოჩნდეს. თუმცა ზოგადად კორონავირუსი არანაირ პროგნოზებს არ ექვემდებარება. უფრო მეტი ალბათობით ის იქნება ინტერესის მუტაცია“. – აღნიშნა ჩხაიძემ „ფორტუნასთან“.
ცნობისთვის, 4 იანვრის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 3590 შემთხვევა დაფიქსირდა.