LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაპონიას ემიგრანტები სჭირდება

772
SM16-0264_top

იაპონიის მოსახლეობა „ბერდება“ და მცირდება. მთავრობა კი იბრძვის, ემიგრანტებში კონსერვატიული მოსაზრებების დაბალანსებისთვის, რადგან მათ ახალგაზრდა მუშახელი სჭირდებათ. საზოგადოების ნაწილის აზრი კი, ცვლილებებისკენაა.

ქსეონოფობიის მიუხედავად, ახალმა კვლევამ (2018 წ.) აჩვენა, რომ იაპონიის მოსახლეობის 59%-ს სჯერა, რომ ემიგრანტებმა ქვეყანა უფრო ძლიერი გახადეს.

რამდენიმე თვის წინ, იაპონიის კანონმდებლებმა დაამტკიცეს პრემიერმინისტრის შინზო აბის მიერ შეთავაზებული ინიციატივაც, რომელიც დაახლოებით 340 000 უცხოელისთვის ახალ სავიზო შესაძლებლობებს ხსნის. ამ ვიზით უცხოელები იაპონიაში 5 წელი შეძლებენ მაღალ ან დაბალშემოსავლიან ანაზღაურებაზე მუშაობას.

მიუხედავად იმისა, რომ ეს მნიშვნელოვანი ცვლილებაა იაპონიისთვის, მიგრაციისადმი მიდგომაში, ბევრი ექსპერტი ამტკიცებს, რომ მხოლოდ ეს საკმარისი არ არის.

 

ერის შემცირება

იაპონია უკვე ყველაზე „მოხუცი ასაკის“ ერია – ეს იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობის 20% იქ 65 წლამდეა. 2017 წელს ქვეყანაში სულ 946 060 ბავშვი დაიბადა. 1899 წლის შემდეგ, ოფიციალური მონაცემებებით მცირდება დაბადებულთა რიცხვი, რაც მოსახლეობასაც ამცირებს.

მოსახლეობის შემცირება ნიშნავს მუშახელის შემცირებასაც და იმასაც, რომ უფრო და უფრო მეტი ადამიანი რჩება სახელმწიფო ჯანდაცვისა და პენსიის იმედად.

 

იაპონია ამ პრობლემის მქონე ერთადერთი ერი არ არის

მსგავსი გადაუჭრელი საკითხის წინაშე დგას გერმანიაც. გერმანელებიც ერთერთი ყველაზე “მოხუცი ასაკის” ერია. სავარაუდოდ, 2030 წლისთვის ამ სტატუსს მიიღებენ აშშ, დიდი ბრიტანეთი, სინგაპური და საფრანგეთი. სანამ ევროპა და აშშ პოპულიზმსა და ემიგრაციასთან დაკავშირებით კრიტიკულ მოსაზრებებს შორის ცვლის აზრებს, აზიის ქვეყნებში ახალი მოსახლეობის მიღებისთვის და ემიგრანტებსა და მასპინძლებს შორის ძალაუფლების ბალანსისთვის იბრძვიან.

„თუ ვარაუდობენ, რომ იაპონიის მოსახლეობა 2060 წლისთვის 100 მილიონამდე შემცირდება, მაშინ მიგრანტებს ქვეყანაში კარგი არჩევანის გაკეთების საშუალება უნდა მისცენ,“ – ამბობს ტოკიოს უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორი ჰეკაჟუ კატო.

2015 წლის კვლევამ აჩვენა, რომ რეგიონში ხალხის საშუალოდ 71%-ს იაპონიაზე დადებითი წარმოდგენა ჰქონდა. თუმცა, ეს შეხედულებები, ყოველ მეხუთეში ნეგატიური განწყობით იცვლებოდა. ემიგრანტები მიმზიდველ ფაქტორებად იაპონიის მყარ გარემოსდაცვით პრაქტიკასა და ძლიერ უსაფრთხოებას ასახელებენ. თუმცა, ქვეყნის ისტორიული მარცხი უცხოელ მიგრანტებთან ინტეგრირებაზე, ბადებს კითხვებს, საერთოდ რატომ მიდიან ემიგრანტები იაპონიაში – 1990 წელს სამუშაო მუშახელის დეფიციტის წინაშე დამდგარი იაპონია აუქმებს თავის გრძელვადიან საემიგრაციო წესებს, ანახლებს ვიზებს მათი შთამომავლებისთვის, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ლათინურ ამერიკაში გადავიდნენ. მაგრამ 2008 წელს, როცა იაპონიის ეკონომიკაში რყევები იყო, მთავრობამ ამ ხალხს უთხრა, რომ უკან, ბრაზილიაში ან სხვა ლათინური ამერიკის ქვეყნებში დაბრუნებულიყვნენ.

“იაპონია უცხოელ მუშებს ისე ექცევა, როგორც ერთჯერად ხელსახოცებს, გამოიყენე-გადააგდეს პრინციპი აქვთ,” – ამბობს ჯეფ კინგსტონი იაპონიის Temple University-ის პროფესორი.

განსხვავებული მიდგომები

სინგაპურს სრულიად განსხვავებული გამოცდილება აქვს. მას შემდეგ, რაც 1965 წელს სამხრეთ-აღმოსავლეთის აზიურმა, პატარა სახელმწიფომ დამოუკიდებლობა მიიღო, მრავალფეროვანი საზოგადოება შექმნა მეზობელი ქვეყნებიდან ემიგრანტების მიღებით. დღეს სინგაპურის სამუშაო ძალის მესამედზე მეტს უცხოელები შეადგენენ.

თავის ვებ გვერდზე სინგაპურის მთავრობა აცხადებს, რომ არარეზიდენტი უცხოელები ასრულებენ ისეთ სამუშაოებს, რომლებიც სინგაპურელებს არ სურთ და არ ეჯიბრებიან ადგილობრივებს მაღალანაზღაურებად პოსტებზე.

„ისინი აქ არიან, რომ მოგვეხმარონ სახლების აშენებაში, ასუფთავებენ გზებს და ჩვენს ცხოვრებას უფრო კომფორტულს ხდიან,“ – წერენ ვებ გვერდზე.

ექსპერტები ამტკიცებენ, რომ იაპონია ემიგრაციის კუთხით, სხვა ინდუსტრიულ ქვეყნებს ჩამორჩება.

“იაპონიამ უნდა მოიფიქროს, როგორ გამოიყენოს ემიგრანტების მუშაობა, პენსიებისა და ეკონომიკის ზრდაში,” – ამბობს კინგსტონი.

მიგრაციის პოლიტიკა ამ მოთხოვნას ვერ შეაჩერებს, ის მხოლოდ დროებით ამოავსებს უფსკრულს, მაგალთად, უცხოელს სტუდენტის ვიზით შეუძლია კვირაში 28 საათი მუშაობა, მაგრამ იაპონიას დააბრალებენ, რომ მუშახელის დეფიციტის შევსების მიზნით, სტუდენტებს იყენებენ.

იაპონიაში არის ოფისი, სადაც ქვეყანაში უცხოელ სტუდენტებს ცხოვრებასა და მუშაობაში ეხმარებიან. ეს ბიზნესი 5 წლის წინ გაიხსნა და უკვე გაფართოვდა. მისი დამფუძნებლები იმედოვნებენ, რომ იაპონია თანდათანობით უფრო ღია გახდება უცხოელებისთვის, რაც გააიოლებს მათ მუშაობას და განაახლებს ეკონომიკასა და საზოგადოებას.

ქალაქ მუროტოში, ერთ დროს სათევზაო პორტის ჰაბში, ახლა მფლობელს მუშახელის პოვნა უჭირს. მურატოში მხოლოდ მოხუცი მოსახლეობა დარჩა. სახლები დაიცალა და ბევრი საზოგადოებრივი ობიექტიც დაიხურა. ამის გამო, პორტის მფლობელი იძულებულია, ფილიპინებიდან სტაჟიორები მოიწვიოს TITP-ით, რომელიც იაპონიაში მცირე ხნით დასაქმების შესაძლებლობას იძლევა. პროგრამის ფარგლებში მოწვეული სტაჟიორი სწავლობს ტექნიკურ დეტალებს, იმისთვის, რომ შემდეგ საკუთარ ქვეყანაში გამოიყენოს.

თუმცა, ამ პროგრამის ბენეფიციარები ხშირად საუბრობენ, სამუშაო ადგილზე ძალადობისა და ჩაგვრის შესახებ. გარდა ამისა, მათი ანაზღაურება მინიმალურია და საათში ერთ დოლარსაც არ შეადგენს.

 

ამ ავტომობილების შეკეთების ცენტრში ემიგრანტებთან ერთად, ადგილობრივები მუშაობენ, რომლებიც ამბობენ, რომ ემიგრანტებს სურვილის შემთხვევაში, იაპონიაში დარჩენის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ

იაპონიის მუშაობის კულტურა

მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, იაპონიამ უცხოელი მუშები მიიღოს, ყველა ახალბედა ალბათ „ვერ შეეწყობა“ იაპონიის მუშაობის კულტურას. ამისთვის იაპონელების ჩვევები უნდა გაითავისონ. აუცილებელია კარგი დროის მენეჯმენტი და პასუხისმგებლობა. რაც უფრო მეტად ჯდებიან უცხოელები არსებულ სამუშაო კულტურაში, მით ნაკლებად სურთ იაპონიაში დარჩენა, მიზეზი კი, სამუშაო საათებია. აქ როგორც ადგილობრივები, ისე ჩამოსულები, ბევრს მუშაობენ. დამატებითმა მუშაობამ შესაძლოა, 100 საათსაც კი გადააჭარბოს თვეში, თუმცა ახლა მთავრობამ ლიმიტად სწორედ 100 საათი დააწესა.

ასე რომ, შესაძლოა, მას შემდეგ, რაც იაპონია უცხოელების დაშვებაზე წესებს კიდევ უფრო გაამარტივებს, თავად მიგრანტებმა არ აირჩიონ იაპონია…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები