LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაპონიაში კორონავირუსით გამოწვეულ საგანგებო მდგომარეობა 31 აგვისტომდე გახანგრძლივდა

41
კოვიდი იაპონიაში

იაპონია საგანგებო მდგომარეობას ახანგრძლივებს და აფართოებს არეალს, რომელსაც შეზღუდვების შეეხება. საგანგებო მდგომარეობა 31 აგვისტომდე გასტანს.

2020 წლის ოლიმპიური თამაშების მასპინძელ ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, რეგულაციები დაწესდა როგორც დედაქალაქსა და მის გარშემო რეგიონებში, ისე ოსაკაში.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ამ ეტაპზე ქვეყანაში ვირუსის რეკორდული ყოველდღიური რაოდენობა ფიქსირდება, რაც დელტა შტამის გავრცელებითაა გამოწვეული. ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა 10 000-ს მიაღწია – თითქმის მესამედი კი დედაქალაქშია.

ტოკიოში – სადაც ოლიმპიადის თამაშების უმეტესობა იმართება – გადაბმულად სამი დღის განმავლობაში ახალი შემთხვევების რეკორდული რაოდენობა ფიქსირდება. გართულებული შემთხვევებისთვის გამოყოფილი საწოლების რაოდენობის 60%-ზე მეტი უკვე დაკავებულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები