ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მსოფლიო მოდის ინდუსტრია სულ უფრო აქტიურად ინტერესდება საქართველოთი. გარდა იმისა, რომ წელიწადში ორჯერ, სოფო ჭყონიას მიერ ორგანიზებულ თბილისის მერსედეს ბენცის მოდის კვირეულზე სულ უფრო მეტი საერთაშორისო პრესის წარმომადგენელი თუ ბაიერი ჩამოდის და სულ უფრო მეტ ვარსკვლავს აცვია ქართული ბრენდების ნამუშევრები, ცნობილი გამოცემები სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოში გადაღებებსაც ნიშნავენ.

ახლახან იაპონური „ვოგის“ წარმომადგენლები ყაზბეგში იმყოფებოდნენ, სადაც სოფო ჭყონიას დახმარებით, მსოფლიო ბრენდების გადაღებები ჩანიშნეს. „პრადას“, „დიორის“, „შანელისა“ და „ჟივენსის“ სამოსში ჩაცმული მოდელები მათ სწორედ საქართველოს მთიან რეგიონში გადაიღეს.

შანელი

დიორი

ჟივენში

პრადა

მსგავსი თემები