LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“იძულებული გავხდით”- „ქართული მარში“ პოლიტიკურ პარტიად გარდაქმნას გეგმავს

238
ქარტული მარში

„ქართული მარში“  პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბებას გეგმავს. ამის შესახებ ჯგუფის ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ „ტვ პირველთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ბრეგაძე აღნიშნავს, რომ პარტიას თავად დააფინანსებს.

ჩვენ იძულებული გავხდით, წავსულიყავით პოლიტიკაში, რათა შეიქმნას მძლავრი, ეროვნული, ნაციონალისტური პოლიტიკური ცენტრი, ქართული მარშის ბაზაზე. გარდა პოლიტიკური პარტიის დაფუძნებისა მიმდინარეობს აქტიური კონსულტაციები ჩვენი იდეოლოგიის მქონე ძალებთან, რათა შეიქმნას პოლიტიკური ცენტრი. „პატრიოტთა ალიანსზე“ ვერ ვიტყვი ამას, მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს მეგობრული ურთიერთობა“, – აცხადებს სანდრო ბრეგაძე.

მისივე თქმით, ლევან ვასაძე არ აპირებს პოლიტიკაში წასვლას და “თუკი ის დააპირებს, ამას მიესალმება”.

ცნობისთვის, „ქართული მარში“ ჰომოფობიური, ქსენოფობიური და ძალადობრივი მოწოდებების გამო საზოგადოების კრიტიკა არაერთხელ დაიმსახურა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები