LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილონ მასკი იძულებულია “ტესლას” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს პოსტი დატოვოს

178

ილონ მასკი იძულებულია “ტესლას” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს პოსტი დატოვოს. გადაწყვეტილება ამერიკელმა მილიარდერმა მას შემდეგ მიიღო, რაც შეერთებული შტატების ფასიანი ქაღალდების კომისიამ ის თაღლითობაში დაადანაშაულა.

უწყების საიტზე აღნიშნულია, რომ კომისიამ და ბიზნესმენმა საპროცესო შეთანხმება გააფორმეს, რომლის თანახმადაც ილონ მასკმა დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს თანამდებობა 45 დღიან ვადაში უნდა დატოვოს და უახლოესი 3 წლის განმავლობაში პოსტზე დაბრუნების უფლება არ ექნება.

თუმცა ამავე დროს ილონ მასკი კომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობას შეინარჩუნებს.

კომისიის ინფრომაციით, ტესლას დამაარსებელს 20 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდაც მოუწევს. თანხა დაზარალებულ ინვესტორებს შორის გადანაწილდება.

ფედერალურმა კომისიამ მასკის წინააღმდეგ საქმე მიმდინარე წლის აგვისტოში, მის მიერ ტვიტერზე გამოქვეყნებული პოსტების გამო აღძრა. მასკი წერდა, რომ სურდა, ტესლა კერძო კომპანიად ექცია და თითოეული აქციის გამოსასყიდად მზად იყო, $420 გადაეხადა. ფედერალური კომისია აცხადებდა, რომ აღნიშნული განცხადებები ყალბი და შეცდომაში შემყვანი იყო.

ილონ მასკი კომპანია ტესლასა და სარაკეტო კომპანია Space X-ის დამფუძნებელია. Forbes-ის მონაცემებით, მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის ის 25-ე ადგილს იკავებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები