LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ილუზიები არ უნდა შეგვექმნას, რომ გაყალბების სისტემა მოირღვა” – ხოშტარია ჟვანიას გადადგომაზე

43
BeFunky-collage (1)

პოლიტიკური მოძრაობა დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ ცესკოს ყოფილი თავმჯდომარე, თამარ ჟვანია იტყუება, როცა ამბობს, რომ თანამდებობიდან გადადგომა თავად გადაწყვიტა.

არ მჯერა, რომ დამოუკიდებლად მიიღებდა გადაწყვეტილებას – სამნიძე თამარ ჟვანიას გადადგომაზე

“კარგია, რომ მაინც მოუწია ჟვანიას წასვლა, მაგრამ:

კიდევ ერთხელ მეტყველებს სისტემის სიმახინჯეზე, როცა უნდათ, რა სოუსითაც უნდათ ისე რომ მიიღება გადაწყვეტილებები;

იტყუება, რომ თავად გადაწყვიტა;

ერთი კვირის წინ ზუსტად საპირისპირო თქვა, უპატივცემულობა კიდევ ერთხელ;

ილუზიები არ უნდა შეგვექმნას, რომ გაყალბების სისტემა მოირღვა;

გამყალბებელთა კლანი ჯავახიშვილის თაოსნობით კომფორტულად არიან”, — წერს ხოშტარია საკუთარ ფეისბუქვერდზე.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ფეისბუქპოსტზე წერს, რომ ხვალ, პირველი ივლისიდან აღარ გააგრძელებს საქმიანობას ამ თანამდებობაზე, რაც მისცემს საშუალებას პოლიტიკურ მხარეებს განახლებული საარჩევნო კოდექსის საფუძველზე აირჩიონ ცესკოს თავმჯდომარე.

ჟვანია აღნიშნავს, არ აპირებს პოლიტიკაში წასვლას და საქმიანობას საერთაშორისო ორგანიზაციაში გააგრძელებს.

არ შეიძლება, მისი გადაწყვეტილება მიმდინარე პროცესებს დავუკავშიროთ – სარჯველაძე ჟვანიას გადადგომაზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები