LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმ ქვეყნების ჩამონათვალი გაფართოვდა, რომელთა მოქალაქეებიც საქართველოში PCR ტესტის პასუხით შემოვლენ

114
93290832-1650227011781863-5406741025341308928-o

საქართველოს რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში საჰაერო გზით შემოსვლის პროცედურებს ამარტივებს. როგორც დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, საქართველოში PCR ტესტის ნეგატიური პასუხით შემოსვლა შეეძლებათ: სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის, რუსეთის, ყაზახეთის, ბელორუსის მოქალაქეებს. აღნიშნული რეგულაცია ძალაში 1-ელი მარტიდან შედის.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს სასაზღვრო რეგულაციები რამდენიმე ქვეყანასთან (ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, ისრაელის სახელმწიფო, შვეიცარიის კონფედერაცია, ნორვეგიის სამეფო, ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, საუდის არაბეთის სამეფო, კატარის სახელმწიფო, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ბაჰრეინის სამეფო, თურქეთის რესპუბლიკა) უკვე შემსუბუქებული ჰქონდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები