LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“იმედია, სადაც ხარ და იქნები, მაინც გაიგებ ჩვენი გულიდან ნათქვამ სიტყვებს” – რეზო ჩხიკვიშვილი და ლევან უჩანეიშვილი მარინა ჯანაშიას გამოსამშვიდობებელ წერილს უძღვნიან

1170
BeFunky-collage

მარინა ჯანაშიას კოლეგები, რეზო ჩხიკვიშვილი და ლევან უჩანეიშვილი, რომლებიც საქართველოში არ იმყოფებიან, გამოსამშვიდობებელ წერილს უძღვნიან.

აღნიშნულის შესახებ რეზო ჩხიკვიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ჩვენო ძვირფასო მარინა, მას შემდეგ, რაც მე და ლევანმა ეს საშინელი ამბავი გავიგეთ, ვცდილობთ ყოველ დღე ერთმანეთი ვანუგეშოთ და გავაძლიეროთ, მაგრამ, სამწუხაროდ, არ გამოგვდის. ორივეს ძალიან გვიჭირს, ძალიან ძნელია იმის გააზრება, რომ შენ ჩვენს გვერდით აღარა ხარ, ვერ ვეგუებით ამ მწარე სიმართლეს. ვიხსენებთ შენთან გატარებულ დღეებს, წუთებს, თეატრსა თუ კინოში, რისი ბედნიერებაც ორივეს გვხვდა წილად. ეს იქნებოდა „თეთრი კურდღელი“, „ოტელო“, „კუკარაჩა“ თუ „ევრიდიკე“. ვცდილობთ, გვინდა, რომ ხმა მოგაწვდინოთ და იმედია, სადაც ხარ და იქნები, მაინც გაიგებ ჩვენი გულიდან ნათქვამ სიტყვებს, რომ ძალიან გვიყვარხარ და მუდამ გვეყვარები, სანამ ამქვეყნად ვიქნებით, ჩვენო ლამაზო, ნიჭიერო, უსათნოესო, კეთილშობილო, სულით ხორცამდე ჭეშმარიტო ხელოვანო, მსუბუქი ყოფილიყოს შენთვის ჩვენი, ქართული მიწა“,-აღნიშნულია წერილში.

მსახიობ მარინა ჯანაშიას მახათას მთაზე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დღეს დაკრძალავენ.

მსახიობს 14:00 საათზე რუსთაველის ეროვნული თეატრიდან გამოასვენებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g