LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იმედის აიტიშნიკი რომ არის რუსთავი 2-ის ფეიჯის ადმინი როგორაა ეგ ამბავი?”

381
ნანუკა

“ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი „ფეისბუქზე“ წერს, რომ “რუსთავი 2”-ის „ფეისბუქ“ გვერდს ტელეკომპანია იმედის „აიტიშნიკი“ მართავს.

„იმედის აიტიშნიკი რომ არის რუსთავი 2-ის ფეიჯის ადმინი როგორაა ეგ ამბავი?? რწყილი და ჭიანჭველა დაძმობილდნენ“, – წერს ნანუკა.

“რამ გაყო?”;  “ბაწარი არ გაუწყდეთ??”; “ისიც არ გაგიკვირდეს რომ გააერთიანონ ტელევიზიები და რუსთა იმედი დაარქვან <3” – ნანუკას ფეისბუქ პოსტს მისი მეგობრები ეხმიანებიან.

"რუსთავი 2" აცხადებს, რომ მის "ფეისბუქს" უკანონოდ იყენებენ

Facebook გვერდზე სისტემატურად ჩნდება პოსტები, რომელსაც სამაუწყებლო კომპანიის ასიათასობით მომხმარებელი შეცდომაში შეყავს.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი აცხადებდა, რომ “რუსთავი 2”-ის “ფეისბუქს” უკანონოდ იყენებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები