LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმუნიტეტის ასამაღლებელი პური: ”მზეთამზე” უსაფუარო პურის ასორტიმენტს ზრდის

822

”მზეთამზეს” უსაფუარო პური თბილისის მასშტაბით უკვე რამდენიმე სავაჭრო ქსელში გაიყიდება. როგორც ”ფორტუნას” პურის მწარმოებელი კომპანიიდან აცნობეს, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები ყველა სავაჭრო ობიექტთან უკვე დასრულებულია და დახლებზე პური ორ კვირაში გამოჩნდება.

”აქამდე ჩვენი პროდუქციის რეალიზაცია მხოლოდ ”გუდვილში”, ქავთარაძის ქუჩაზე ხორციელდება. ამიერიდან კი ”თბილისის მოლში”, ”სმარტში” და კიდევ რამდენიმე ქსელში გაიყიდება. ამ ეტაპზე დახლების გაფორმებისა და მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს და ეს პროცესი სავარაუდოდ, თებერვლის შუა რიცხვებში დასრულდება”, – განმარტეს შპს ”ქართული ხორბლის პური – მზეთამზე”- ში.

მათივე ცნობით, გარდა რეალიზაციის კუთხით გაფართოებისა, კომპანია ასორტიმენტსაც ზრდის. ”მზეთამზეს” უკვე არსებულ 5 სახეობის პურს კიდევ ორი დაემატა: ჭვავისა და ცეხვილის პური.
”ვგეგმავთ წარმოების გაფართოებასაც, შესაბამისად, პურის ახალ სახეობებზე მუშაობაც გაგრძელდება”, – აღნიშნეს კომპანიაში.

მათივე ცნობით, მსოფლიოში ხორბლის 27 სახეობა არსებობს, აქედან 14 – მხოლოდ ქართულ მიწაზე მოდის. სწორედ ამ 14 ჯიშიდან ერთ-ერთით იწარმოება ”მზეთამზეს” პროდუქცია – ეს არის წითელი დოლის პური, რომელიც განსხვავებულია თავისი გემოვნური თვისებებით.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ”მზეთამზეს” პური გარდა განსხვავებული გემოვნური თვისებებისა, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებებითაც გამოირჩევა – მაგალითად, ამაღლებს იმუნიტეტს.

”ამასთან, პროდუქციას იმ ტრადიციული მეთოდებით ვაცხობთ, რომლებსაც ჩვენი წინაპრები საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ. ანუ ”მზეთამზეს” პური ცხვება ე.წ ხაშზე, ანუ მჟავე ცომზე. ამ ეტაპზე ვაწარმოებთ შემდეგ სახეობებს: თეთრი, რუხი, ჭვავი, ქატო და ცეხვიანი”, – განმარტეს ”მზეთამზეში”. რაც შეეხება პროდუქციის გასაყიდ ფასს, ის 1 ლარიდან იწყება და 3 ლარამდე მერყეობს.

ცნობისთვის, კომპანია შპს ”ქართული ხორბლის პური – მზეთამზე” უსაფუარო პურს უკვე ერთი წელია აწარმოებს და ფლობს მცირე ზომის ფურნეს, სადაც 2 მცხობელია დასაქმებული. სამომავლოდ კომპანია გაფართოებასაც გეგმავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები