LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინაშვილის განცხადება და წერილი გარკვეული პოლიტიკური ნიშის დაკავების სურვილს უფრო ჰგავს, ვიდრე სახელმწიფოსთვის სიკეთის მომტანი შეიძლება იყოს: ვოლსკი

113
1

“პატრიოტთა ალიანსისა” და რამდენიმე ორგანიზაციის მიერ, რუსეთის პრეზიდენტისთვის გაგზავნილ ერთობლივ წერილს მმართველ გუნდში აფასებენ.

“მოსახლეობის 69,4% სამხედრო ნეიტრალიტეტს, 75,8% კი რუსეთთან დიალოგს უჭერს მხარს” – ინაშვილი პუტინს ღია წერილით მიმართავს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის მოსაზრებით, წერილი გარკვეულწილად პროვოკაციულია და ირმა ინაშვილის განცხადება და წერილიც გარკვეული პოლიტიკური ნიშის დაკავების სურვილს უფრო ჰგავს, ვიდრე სახელმწიფოსთვის სიკეთის მომტან ქმედებას:

“საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, ყველანაირ სიტუაციაში ყველანაირი წინდახედულობაა გამოჩენილი, მაგრამ როცა მსოფლიო ასეთი გლობალური დაპირისპირების წინაშე დგას, რასაკვირველია, ყველა სიტყვა უნდა აიწონოს.

საქართველო ისეთ ნაბიჯს ვერ გადადგამს, რომელიც უფრო დააზიანებს ქვეყანას, ვიდრე რუსეთის მიმართ რაღაც რევერანსების კეთებას დაიწყებს.

ირმა ინაშვილის განცხადება და წერილი გარკვეული პოლიტიკური ნიშის დაკავების სურვილს უფრო ჰგავს, ვიდრე სახელმწიფოსთვის სიკეთის მომტანი შეიძლება იყოს. ეს წერილი გარკვეულწილად პროვოკაციულიც არის, რადგან რუსეთის ფედერაციას, ასეა თუ ისეა, საქართველოში დასაყრდენი, პოლიტიკური პლატფორმა არ გააჩნია და თითქოს, მას ვიღაც თავის თავს სთავაზობს საყრდენ პლატფორმად.

ამ წერილიდან ასეთი შთაბეჭდილება მრჩება თუნდაც ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ გადადგმული ნაბიჯიდან, მაგალითად, სამხედრო პარადზე ჩასვლა, ან ისეთი განცხადებების გაკეთება, თითქოს არავინ იცოდეს და ხელისუფლებაში ვერ ერკვეოდნენ, საფრთხე საიდან მოდის. პოლიტიკოსებს დაფიქრება მართებთ, სანამ თავს ასეთი წერილებით შეიწუხებენ”, – განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, დღეს “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა, ირმა ინაშვილმა სოციალურ ქსელში სტატუსი და წერილის ფოტოები გაავრცელა. 

ინაშვილი გლობალურ პოლიტიკურ ვითარებას აფასებს და ასევე წერს:

“სამწუხაროდ, ბევრი ვერ აცნობიერებს, რომ რუსეთთან დაპირისპირებამ ცუდის მეტი არაფერი მოგვიტანა და ეს დაპირისპირება დამღუპველია საქართველოსთვის. ახლა დაპირისპირებაზე კი არა – ნორმალიზებაზე უნდა ვიზრუნოთ, ახლა დიპლომატია და ბრძნული სიტყვაა საჭირო, თუ გვინდა გადავრჩეთ! გრძნობს რა პასუხისმგებლობას, ჩვენი გუნდი დღეს, ისევე როგორც შარშან, კვლავ საჯაროდ მიმართავს რუსეთის პრეზიდენტს, რათა ვიმოძრაოთ საერთო ენის გამონახვისა და ურთიერთობის დათბობისკენ და არა დამღუპველი დაპირისპირებისკენ”.

რუსეთის ლანძღვა-გინება, განსაკუთრებით ახლა, არანაირ სიკეთეს არ მოუტანს ქვეყანას, მოგვიტანს მხოლოდ უბედურებას: ირმა ინაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები