LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინდონეზიაში ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 62-ს მიაღწია [ვიდეო]

768717-indonesia-quake-tsunami-sep-208-file-afp

ინდონეზიაში ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 62-ს მიაღწია. დაშავებულია 584 მოქალაქე. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ადგილობრივი სააგენტოები წერენ, რომ სტიქია სავარაუდოდ ვულკან კრაკატაუს ამოფრქვევას მოჰყვა. ზონდის სრუტეში ძლიერი ბიძგები გუშინ ღამით დაფიქსირდა.

სტიქიის შემდეგ გავრცელებულ კადრებში დატბორილი ქუჩები და გადაბრუნებული მანქანები ჩანს. ამჟამად ადგილზე სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

ცუნამის ტალღამ ერთერთ კონცერტზეც შეაღწია. ვრცელდება კადრები, როგორ იშლება სცენა ტალღებით, ადგილობრივი ჯგუფის კონცერტზე.

ინდონეზიას ძლიერი მიწისძვრა წელს სექტემბერშიც დაატყდა თავს, კერძოდ კუნძულ სულავესიზე. მაშინ სტიქიის შედეგად ჯამში 2000 ადამიანი დაიღუპა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები