LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინგა გრიგოლია: „ნიკა მელია კი გადაიტანს ამ პატიმრობას, კარგად ვიცნობ და მაგარი ბიჭია, მაგრამ თქვენ რას  უტოვებთ ამით ისტორიას?

537
ingagrigolia20225

ინგა გრიგოლია ნიკა მელიას დაპატიმრებას ეხმაურება და წერს, რომ კომუნისტი გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლის გამო გამართულ საპროტესტო აქციას სახელმწიფოზე შეტევას არქმევენ…

გთავაზობთ ცნობილი ჟურნალისტის სტატუსს:

„არც ერთი სპეცრაზმელი, არც ერთი სამართალდამცველი არაა დაკავებული 20 ივნისის სისხლიანი ღამის გამო, ხალხს თვალები რომ დათხარეს, აი, მაგის გამო და კომუნისტი გავრილოვის აქ ჩამოთრევის მიზეზით გამართულ საპროტესტო აქციას პარლამენტის აღების მცდელობას  და სახელმწიფოზე შეტევას  არქმევენ.

ნიკა მელია კი გადაიტანს ამ პატიმრობას, კარგად ვიცნობ და მაგარი ბიჭია, მაგრამ თქვენ რას  უტოვებთ ამით ისტორიას? გავრილოვის გამო ოპონენტები ციხეში ჩავყარეთო?  რა სიმბოლურია მართლაც, მისი დაჭერა 23 თებერვალს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები