LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინგა მამუჩიშვილი: “კორონავირუსის გადატანის შემდეგ, არ არის გამორიცხული, გაიზარდოს ავტოიმუნური დაავადებების რისკი…”

763
ngamuchishvilinewssdsdfsd

ცნობილი პედიატრი, ინგა მამუჩიშვილი წერს იმ გართულებების შესახებ, რომლებიც შესაძლოა, კორონავირუსმა გამოიწვიოს.

გთავაზობთ მის პოსტს:

“კიდევ ერთხელ გავიმეორებ❣️(როგორც კი ეს ვირუსი გავრცელდა ჩინეთში, გამოვთქვი ვარაუდი და დავწერე პოსტი). COVID-19 -ის დროს, sars-cov-2 ვირუსის დიდი რაოდენობით რეპლიკაციის შედეგად, იმუნური სისტემის ზეაქტივობა(ე.წ ციტოკინური შტორმი) ვითარდება, რადგან მას შეუძლია უჯრედის მშენებარე ძირითადი “ქარხნის”(რნმ-ის ქარხნის) თანამშრომლების მოსყიდვა და თავისი ამინომჟავების სერიული რეპლიკაცია! იმუნურ სისტემაში განუკითხაობა იწყება, ის ვეღარ ცნობს საკუთარს და სხვას, იძაბება იმუნური სისტემა, არ იცის ვის და რას ებრძოლოს, ეს განუკითხაობა მეტი კი არაფერია, ვიდრე იმუნური სისტემის არაადეკვატური პასუხი, აუტოიმუნური რეაქციები და პოლიორგანული უკმარისობებიც ამის დადასტურებაა!!!

ყოველდღიურად მრავალფეროვნებას იძენს მისი კლინიკური სურათი, კორონავირუსული მიოკარდიტი, ენცეფალიტი, მენინგიტი, ჰეპატიტი, ნეფრიტი… ცვლილებები ჰემოგრამაში: ლეიკოპენია, ლიმფიპენია, ტრომბოციტოპენია, ეოზინოპენია (ძვლის ტვინის დეპრესია) CRP-ს მკვეთრი ზრდა, დ-დიმერი, AST, ALT, კრეატინინი, შარდოვანა, პროკალციტონინი‼️?‍♀️???

ამ ვირუსის გადატანის შემდეგ არ არის გამორიცხული ავტოიმუნური ალვეოლიტების ან სხვა ავტოიმუნური დაავადებების განვითარების რისკის ზრდა, რასაც შემდგომი კვლევები და დრო გვიჩვენებს!!!

რამდენი საინტერესო შრომა მოგვიწევს ექიმებს, მეცნიერებს სამომავლოდ… გააქტიურდით ახალგაზრდებო.. არც მედიკამენტია და არც ვაქცინა (ყველაზე საიმედო დაცვა), დანარჩენი ყველაფერი კი ჰიპოთეზების დონეზეა და ჩვენ ძირითადად სხვა ქვეყნების გამოცდილებით ვსარგებლობთ!!მაგრამ ძალიან მჯერა, მწამს და ვგრძნობ, რომ ჩვენთან არ იქნება დიდი სირთულეები, რატომ??? იმიტომ, რომ სხვა ქვეყნის შეცდომები ჩვენმა საუკეთესო ეპიდემიოლოგებმა და ექიმებმა დროულად შეაფასეს და გაითვალისწინეს!!! უსაფრთხოების ზომებიც შედარებით დროულად გატარდა!!! მჯერა, მალე მოვა ნამდვილი გაზაფხული საქართველოში????და ერთმანეთს მონატრებულები უფრო მეტად დავაფასებთ და შევიყვარებთ ერთმანეთს, აღარ გავეკარებით, დავგმობთ შურს და ბოღმას!!! ერთმანეთის წარმატება გაგვახარებს და არ დაგვამძიმებს (ასე იყო აქამდე სამწუხაროდ). მოკლედ, გადავაფასებთ ღირებულებებს!!! ჩვენ ერთად დავამარცხებთ COVID-19-ს, ის ვერ მოგვერევა, მანამდე კი #დარჩისახლში გთხოვ….?”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები