LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინგა ოდიკაძე: „ისეთი შვილი გავზარდე, მგონია, რომ ღირსეული კაცი ეკუთვნის…“

1733
ბაბი და ინგა

ბაბი კირკიტაძის დედა, ინგა ოდიკაძე „თბილისელებთან“ შვილის შესახებ საუბრობს და ჟურნალს უმხელს, როგორი მამაკაცი წარმოუდგენია ქალიშვილის გვერდით:

„ბაბი არ არის მსუბუქი და მჩატე გოგო. თავისი შეხედულებები აქვს., ეს გარშემო ყველამ იცის. ზედაპირულად არაფერს უყურებს. ჩვენი მოსაწონი კაცი თუ შეგვხვდება, ხომ კარგი. მარტო ბაბის კი არა, მეც უნდა მომეწონოს, ჩემს მეუღლეს და მთელ ოჯახს (იცინის). ბოდიშს ვიხდი, შეიძლება, ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ მე ისეთი შვილი გავზარდე, მგონია, რომ ღირსეული კაცი ეკუთვნის. თუ ასეთი არ გამოჩნდება, მერე არ ვიცი, რა გვეშველება (იცინის).

როგორი უნდა იყოს ღირსეული კაცი?

ბაბი იცინის ხოლმე, დედაჩემს, ჩემთვის იცით, როგორ უნდა? მის მოთხოვნებს რომ აკმაყოფილებდესო (იცინის). მე ზედმეტი არაფერი მინდა და თავისთავად, არც ცუდი. კაცი ოჯახს უნდა მოერგოს, ისევე, როგორც ქალი. მე ჩემს შვილს ვასწავლი, რომ ქმრის ოჯახი უნდა შეიყვაროს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g