LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინიცირებული ვერსია საკმაოდ ნორმალურ ბალანსს ქმნის: არჩილ თალაკვაძე უფრაქციო დეპუტატების საპარლამენტო უფლებებზე

64
FORTUNA.GE- (1)

“დღევანდელი მოცემულობით ინიცირებული ვერსია საკმაოდ ნორმალურ ბალანსს ქმნის. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე დისკუსიას ჩარჩოში ვაქცევ. თუ პარლამენტი ჩათვლის, რომ მეტი ნაბიჯი უნდა გადაიდგას, შეგვიძლია განვიხილოთ.” – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ამ ეტაპზე წარმოდგენილი ინიციატივა საკმარისია, რათა გარკვეული დისბალანსი გასწორდეს.

არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ფრაქციას საპარლამენტო ცხოვრებაში თავისი მნიშვნელოვანი ფუნქცია უნდა შეუნარჩუნდეს, ინიციატივა კი ბალანსის შენარჩუნების საშუალებას იძლევა:

“თავდაპირველი ვერსია იმას ემსახურება, რომ ოპოზიციას, რამდენადაც ის დღეს პარლამენტში არის წარმოდგენილი, ჰქონდეს შესაძლებლობა, საპარლამენტო საქმიანობაში უფრო აქტიური მონაწილეობა მიიღოს. ვფიქრობ, ამ ეტაპზე საკმარისია, რათა გარკვეული დისბალანსი გავასწოროთ. ფრაქციას, როგორც პოლიტიკურ სუბიექტს საპარლამენტო ცხოვრებაში თავისი მნიშვნელოვანი ფუნქცია და წონა უნდა დარჩეს. დღევანდელი მოცემულობით ინიცირებული ვერსია საკმაოდ ნორმალურ ბალანსს ქმნის. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე დისკუსიას ჩარჩოში ვაქცევ. თუკი პარლამენტი ჩათვლის, რომ მეტი ნაბიჯები უნდა გადაიდგას, შეგვიძლია განვიხილოთ”. – აღნიშნა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, საუბარია ცვლილებებზე, რომლის მიხედვითაც, უფრაქციო დეპუტატებს უფლება ექნებათ, წარადგინონ ოპოზიციის კვოტით ვიცე-სპიკერები და კომიტეტის თავმჯდომარე, ასევე საპარლამენტო გამოსვლების დროს, ისარგებლონ იმავე დროით, რომელიც ფრაქციისთვის არის განსაზღვრული.

გუშინ კი ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ინიციატივით გამოვიდა და თქვა, რომ მათ უფლებამოსილებების კიდევ უფრო გაფართოება შეუძლიათ.

მისი თქმით, შესაძლებელია, გაკეთდეს ისეთი ჩანაწერი, რომელიც ჯგუფს საშუალებას მისცემს, ჰყავდეს ხელმძღვანელი სამუშაოს ორგანიზებისთვის და ასევე მათ ჰყავდეთ საკუთარი აპარატი.

მდინარაძე ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის შესაძლებლობების გაზრდაზე საუბრობს

პოპულალურები