LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინვესტორი ქუთაისის ტორპედოს 3-მილიონიან ვალს დაუფარავს

33
torpedo-tabula.png

აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი ქუთაისის „ტორპედო” 577 017 ლარად გაიყიდა. საფეხბურთო კლუბი ა(ა)იპ „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა“ შეიძინა.

პირველი არხის ინფორმაციით, აუქციონში “ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის” გარდა მონაწილეობდა “ალიანს ჯგუფი ჰოლდინგიც”, თუმცა, საბოლოოდ საფეხბურთო კლუბის მფლობელი უმაღლესი სასწავლებელი გახდა.

ქუთაისის „ტორპედო“ აუქციონზე იყიდება

საფეხბურთო კლუბის ინვესტორმა 577,000 ლარის გადახდასთან ერთად, „ქუთაისის ტორპედოს” 3-მილიონიანი ვალის გადახდის ვალდებულებაც აიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები