LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იქნებ, ბოლო სურათია ჩვენთვის, გადავიღოთო. სახეზე კი გვაწერია, რა ხასიათზეც ვართ, ვერ ვუშველეთ…“

3364
dagupulebi

სოციალურ ქსელში დილიდან გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი, გია ბერიაშვილი და დავით რატიანი გარდაიცვალა. დავით ქაცარავას მეუღლემ, სოფო ხაჭაპურიძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა მეუღლის მონათხრობი: „გუშინ ირპენში ბრძოლაში, სადაც ჩვენი დანაყოფი მონაწილეობდა, გავანადგურეთ ორკების 3 ერთეული ჯავშანტექნიკა და შესაბამისი ცოცხალი ძალა. ოპერაციიდან გამოსვლისას ორკებმა ცეცხლი გაგვიხსნეს ნაღმსატყორცნებიდან. ჩვენი ორი ძმა, ჩვენი ქართველი მებრძოლი, დავით რატიანი  (ანტიოკუპაციური მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ წევრი) და გია ბერიაშვილი დაიღუპა… უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი მათ სულებს. მშვიდობა და  გამარჯვება მალე!“

ნოდო სიმონიშვილმა, ერთ-ერთმა მებრძოლმა, რომელიც გარდაცვლილი ბიჭების მხარდამხარ იბრძოდა, გამოაქვეყნა მათთან გადაღებული ბოლო ფოტო და დაწერა:

„დაჭრილების გამოსაყვანად დროზეო – დაგვიძახეს და რა იცი, რა ხდება, იქნებ, ბოლო სურათია ჩვენთვის, გადავიღოთო. სახეზე კი გვაწერია, რა ხასიათზეცა ვართ, ვერ ვუშველეთ…“

mazda magti 5g