მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მეუფე მელქისედეკი 15 წლის მოზარდის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“შეძრწუნებული ვარ და ღრმა მწუხარებას გამოვხატავ 15 წლის ლუკა სირაძის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო. იქნებ ამ უბედურებამ მაინც გამოგვაფხიზლოს და დაგვაფიქროს მთელი საქართველო”,-წერს მეუფე.
მისი თქმით, “ამ ქვეყანაში ჩვენს შვილებს საკუთარი ხელითვე ვხოცავთ”.
15 წლის მოზარდი, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა გარდაიცვალა
“იქნებ გავიაზროთ ყველამ, იერარქიის, სოციალური ფენისა თუ სხვა სახის კუთვნილებათა მიუხედავად, რომ ამ ქვეყანაში ჩვენს შვილებს საკუთარი ხელითვე ვხოცავთ! ვკლავთ სისხლით თუ უსისხლოდ, რაშიც ლომის წვლილი ჩვენ- სასულიერო პირებს მიგვიძღვის, რომლებმაც ვერ მოვახერხეთ, ვერ ვუჩვენეთ სხვებს ის მაგალითი, რაც ჩვენ ქრისტემ გვიჩვენა თავისი მოღვაწეობითა და თავგანწირვით. ყველა ქართველმა იქნებ მოვახერხოთ იმის გაანალიზება, რომ ლუკა სირაძის ტრაგედია ერთი ოჯახის, ან ქალაქის თავზე დატრიალებული უბედურება კი არა, მთელი საქართველოს ტრაგედიაა. დღეს ყველა ჩვენგანმა დავკარგეთ 15 წლის შვილი და ეს მგონი საკმარისია, რომ დღეიდან მაინც დავიწყოთ ჩვენს სხვა შვილებზე ზრუნვა. ოღონდ
„მწვანე სკოლის“ თანადამფუძნებელი და ერთ-ერთი დირექტორი ბაკურ სულაკაური მოზარდის თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტს სოციალუირ ქსელში ეხმაურება.
მწვანე სკოლის დირექტორი მოზარდის თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტს ეხმაურება