LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ღარიბაშვილი: „2008 წელს ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ რომ ყოფილიყო, ეს ომი არ მოხდებოდა“

142
ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილი

„2008 წელს ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ რომ ყოფილიყო, ეს ომი არ მოხდებოდა“, – ამის შესახებ მთავრობის წლიური ანგარიშის წარდგენისას პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა და თქვა, რომ „მაშინდელმა უპასუხისმგებლო მთავრობამ ომის თავიდან არიდება ვერ მოახერხა“.

მისი თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომი ჩვენთვის, საქართველოსთვის ძალიან დიდი ტრაგედია იყო. ღარიბაშვილის თქმით, მთავრობა საზოგადოებას ღიად ესაუბრებოდა იმ რისკების შესახებ, რომელთანაც გამკლავებაც უწევდა და ეს მოგონილი რისკები არ იყო:

„აგვისტოს ომი, რა თქმა უნდა, ძალიან ტრაგედია იყო ჩვენი ქვეყნისთვის. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ სამწუხაროდ, მაშინდელმა უპასუხისმგებლო მთავრობამ ვერ მოახერხა ამ ომის თავიდან არიდება. არაერთხელ მითქვამს, 2008 წელს რომ ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში, ეს ომი არ მოხდებოდა.

ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენს საზოგადოებას ღიად ვესაუბრებოდით იმ რისკების შესახებ, რომელთანაც გამკლავებაც გვიწევდა. საფრთხე საკმაოდ რეალური იყო.

ეს არ იყო მოგონილი. ქვეყნის დესტაბილიზაციის საფრთხე იყო, ქვეყნის შიგნით მოქმედი რადიკალური ჯგუფები და მტრული ძალები პირდაპირ იყვნენ დაინტერესებული იმით, რომ ქვეყანა ჩაბმულიყო ამ საომარ ვითარებაში. მე ფაქტებს აღარ გაგახსენებთ, ყველამ კარგად ვიცით ყველაფერი.

სიამაყით უნდა ითქვას, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილებები. ყველაზე დიდი განსაცდელი, რაც შეიძლება ჩვენს ქვეყანას და ხალხს დაატყდეს თავს, ეს არის ომი და ჩვენ ეს ყველაზე დიდი განსაცდელი თავიდან ავირიდეთ.

ავიცილეთ ომი და მშვიდობიანად, გონივრულად გავიყვანეთ ჩვენი ქვეყანა სამშვიდობოს. ჩვენ ეს გამარჯვება ერთად მოვიპოვეთ. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს რისკები მთლიანად არის განეიტრალებული.

ბუნებრივია, ეს რისკები არსად წასულა, მაგრამ ჩვენ მაქსიმალური სიფრთხილით და გონიერებით ვაფასებთ რისკებს, ვახდენთ საფრთხეების იდენტიფიცირებას, შესაბამის პრევენციას ვახორციელებთ და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას და ჩვენს ქვეყანას ვიცავთ“. – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g