LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა – რა საკითხებზე ისაუბრეს მხარეებმა

80
FORTUNA.GE- (10)

ბრიუსელში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჟოზეფ ბორელს შეხვდა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშილმა და ჟოზეფ ბორელიმ პირისპირ შეხვედრაზე ორმხრივი დღის წესრიგის ყველა ძირითადი მიმართულება განიხილეს.

“აღინიშნა ის პროგრესი, რომელიც ქვეყანას აქვს ეკონომიკის, პოლიტიკის და დემოკრატიზაციის რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით. ყურადღება გამახვილდა ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციაზე, სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობაზე, გეოპოლიტიკურ პროცესებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ გამოწვევებსა და მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე. აღინიშნა, რომ მთავრობას აქვს ამბიციური გეგმა, რომ საქართველომ 2024 წელს ოფიციალური განაცხადი გააკეთოს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე და დგამს ყველა შესაბამის ნაბიჯს, რათა ქვეყანა ამისთვის მზად იყოს.” – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

ჩვენს მთავრობას აქვს ამბიციური გეგმა, 2024 წელს ოფიციალური განაცხადი გავაკეთოთ ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე: ირაკლი ღარბაშვილი

"ჩვენი ხელისუფლება მზად არის შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკური დიალოგისთვის, რაც პროცესების კონსტრუქციულად წარმართვას და დეესკალაციას შეუწყობს ხელს" - პრემიერი

შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრეს და კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ მიმდინარე პოლიტიკური პროცესების კონსტრუქციულ, დიალოგის რეჟიმში წარმართვა აუცილებელია:

“პრემიერ-მინისტრმა ხელისუფლების მზაობა ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე შედეგზე ორიენტირებული დიალოგისთვის კიდევ ერთხელ დაადასტურა და იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიცია კონსტრუქციულ დიალოგს განაგრძობს. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ევროკავშირისთვის ამ საკითხის მნიშვნელობაზე მიუთითებს დიალოგის პროცესში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის ჩართულობა.” – ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეხვედრაზე ასევე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ გამოწვევებზე, საქართველოს მოქალაქეების დაკავებისა და უკანონო პატიმრობის ფაქტებზე. პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეგახსენებთ, სამთავრობო დელეგაცია, მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით, ბრიუსელში 15 მარტს გაემგზავრა.

პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-6 სხდომაში იღებს მონაწილეობას.

ვიზიტის ფარგლებში იმართება მაღალი დონის შეხვედრები როგორც ევროკომისიაში, ევროპულ საბჭოსა და ევროპარლამენტში, ასევე  ნატოში.

magti 5g