LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ღარიბაშვილი: მინდა სამძიმარი გამოვუცხადო დაღუპულთა ოჯახებს, ჩვენთვის ეს არის ძალიან დიდი ტკივილი და დანაკლისი

149
BeFunky-collage

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლების ოჯახებს მიუსამძიმრა.

„პირველ რიგში, მინდა სამძიმარი გამოვუცხადო დაღუპულთა ოჯახებს, მათ ახლობლებს და ნათესავებს. აქვე მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენთვის ეს არის ძალიან დიდი ტკივილი და დანაკლისი. უკვე 33 ჩვენი თანამოქალაქე დაიღუპა ამ ომში, რაც ჩვენთვის, რა თქმა უნდა, არის ტრაგედია. ასე რომ, კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, სამხედროებს სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, რომ ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილებით, ოჯახებთან შეთანხმებით, ყველა დაღუპულის გადმოსვენება მოხდა მთავრობის ჩართულობით, ვგულისხმობ წინა შემთხვევებს, ამ ხარჯებს სრულად ფარავს მთავრობა, ასევე ჩვენი გადაწყვეტილებით, ვინაიდან მათი უმეტესობა იყვნენ ყოფილი სამხედროები, პოლიციელები, ოფიცრები, მონაწილეობა აქვთ მიღებული ჩვენს ტერიტორიებზე ომებში, 2008 წელს, თუ მანამდე აფხაზეთის და სამაჩაბლოს ომები, ჩვენი გადაწყვეტილებით, ყველა ასეთი შემთხვევა იქნა ღირსეულად, სამხედრო პატივით დაკრძალული,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები