LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი გოგუაძე: ან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან გამიტანენ ან მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ კლინიკაში

63
BeFunky-collage (6)

„ან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან გამიტანენ, ან მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ კლინიკაში,“- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა ირაკლი გოგუაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მან პარლამენტში მოშიმშილე ელენე ხოშტარია მოინახულა და აღნიშნა, რომ მიუხედავად მათი – ორივეს სისუსტისა, რაც შიმშილობამ გამოიწვია, პროტესტი არ შეჩერდება.

„სისუსტე შეინიშნება და ისეთ ენერგიაზე აღარ ვარ, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე ვარ, ბოლომდე ვაპირებ ამის გატანას, არ ვაპირებ გადაწყვეტილების შეცვლას, სანამ საქართველოს მესამე პრეზიდენტს კლინიკაში არ გადაიყვანენ. პარლამენტიდან ან გამიტანენ, ან მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ კლინიკაში.

ვერ წარმოვიდგენდი თუ საქართველოში სიკვდილი დასჯას აღადგენდნენ და აღადგენდნენ ჩემთვის: მიხეილ სააკაშვილი

ელენესთან შეხვედრა ყოველთვის მნიშვნელოვანია, რადგან ერთმანეთს ვაძლიერებთ, სისუსტე ელენესაც აქვს, მაგრამ არ ვაპირებთ ამ სისუსტეს უფლება მივცეთ ჩვენი პროტესტი შეაჩეროს.

დღეს პარლამენტთან აღმართული ჯებირები პირველმა ვნახე, რადგან ღამით მანქანაში მიწევს ყოფნა. ღამე პარლამენტში დარჩენის უფლებას არ მაძლევენ.

ეს ჯებირები არის ხელისუფლების შიში, ყველამ იცი, აქ შემოჭრას არავინ აპირებს, ყველა ვამბობთ, რომ მშვიდობიანად ვიბრძვით, მათ შორის, ჩემი პროტესტიც მშვიდობიანია – პატიოსნად, ჩემი ნებით ვტოვებ 12-ის ნახევარზე შენობას,“ – განაცხადა ირაკლი გოგუაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის შესასვლელთან რკინის ჯებირები აღმართეს.

შეგახსენებთ, რომ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი ირაკლი გოგუაძე პარლამენტთან მე-6 დღეა შიმშილობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები