LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კვირიკაძე: „ენტონი ჰოპკინსი ძალიან თბილად მექცეოდა. საქართველოში არ არის ნამყოფი და რაღაცები მკითხა…“

274
ირაკლი კვირიკაძე

მსახიობი ნინო ქორიძის შვილი, ირაკლი კვირიკაძე ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს. რამდენიმე წლის წინ მან ენტონი ჰოპკინსთან ერთად მიიღო მონაწილეობა ფილმში.

ჟურნალ „გზას“ ის ამ გამოცდილების შესახებ ესაუბრება:

„გამიმართლა, რომ ასეთ დიდ ადამიანს შევხვდი. კადრში მასთან ერთად დამაყენეს. ქართველი მსახიობისთვის კი არა, მსოფლიოში ნებისმიერი მსახიობისთვის, თუნდაც დიდი მსახიობისთვის ოცნებაა, რომ ამ ადამიანთან ერთად კადრში მოხვდნენ. ეს ფილმი ჩემთვის მარტო ამად ღირდა.

ენტონი ჰოპკინსი კომუნიკაბელური ადამიანია?

გასაკვირად კარგი. მას ეტყობოდა მთელი თავისი განათლება, ადამიანურობა, რომელიც არ დაუკარგავს არც ერთი წამით, მიუხედავად იმისა, რომ ამხელა ვარსკვლავია., რამდენადაც თავდაჯერებული ხარ და იცი შენი თავის შესაძლებლობები, მით უფრო ადამიანური ხარ სხვებთან. მამშვიდებდა, მასწავლიდა. ძალიან თბილად მექცეოდა. საქართველოში არ არის ნამყოფი, რაღაცები მკითხა. მერე ისიც მომიყვა, რაც საქართველოზე სმენოდა. ჩამოსვლაც ნდომებია, მაგრამ ხელი შეეშალა… ყველაზე კარგი ამ ურთიერთობაში ის იყო, რომ ვიმუშავე ჩვეულებრივ ადამიანთან და არა ვიღაც გაღმერთებულ პიროვნებასთან. ძალიან თავმდაბალია, კარგი შთაბეჭდილებები დამიტოვა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები