ირაკლი მაქაცარია „დღის პოსტს“ ესტუმრა იმაზე სასაუბროდ, თუ რა თვისებები უნდა ჰქონდეს მამაკაცს:
„ერთ-ერთ უმთავრეს თვისებად რაც მიმაჩნია, ისაა, რომ უნდა უყვარდეს თავისი ოჯახი. ალბათ, აქედან დაიწყება ყველა სხვა ღირებულებაზე საუბარი. უნდა უყვარდეს თავისი სამშობლო. განსაკუთრებით ამის გადაფასება ხდება ხოლმე, როცა ვუყურებთ, რა ხდება, მაგალითად, უკრაინაში. სამშობლო, ოჯახი და რწმენა, ეს აერთიანებს მამაკაცურ თვისებებს. სიტყვა უნდა აქ არასწორია. არავის არაფერი არ უნდა ჰქონდეს – ეს მისი გადაწყვეტილებაა. ყველაფერი, რასაც ვიძენთ ცხოვრებაში და რაც შეიძლება მოგვწონდეს ადამიანში, უმეტესი ნაწილი არის ის, რაც მოგვაქვს ოჯახიდან, ის, რასაც ბავშვობიდან შთააგონებენ… მერე თვითონ ავითარებ ამას.
რჩევა არის ის, რომ ცხოვრებაში მამაკაცმა უნდა იცოდეს, რა არის მისი მიზანი. მამაკაცი უნდა შედგეს, როგორც მამაკაცი. შეიძლება, ქალთა დამცველებმა ისე მიიღონ, მაგრამ მიმაჩნია, რომ მამაკაცს უფრო მეტი მოეთხოვება, თუნდაც ოჯახის მიმართ. საყვარელ ქალთან დიალოგისას, კამათისას, მამაკაცს მართებს დათმობაზე წასვლა. ეგომ არ უნდა შეგიშალოს ხელი, რომ თუნდაც ხვდებოდე, მართალი ხარ, თუ გიყვარს, უნდა შეგეძლოს ემოციების მოთოკვა, პირველი ნაბიჯის გადადგმა და ბოდიშის მოხდა. ეს სირცხვილი არ არის…“