LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ოქრუაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვეს

118
oqru

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე მორიგი პროცესი გაიმართა, სადაც მოსამარათლემ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი, კვლავ პატიმრობაში დატოვა. სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნული საქმის პროკურორმა, გიორგი მუკბანიანმა განმარტა, რომ სასამართლო თვეში ერთხელ განიხილავს აღკვეთის ღონისძიების შეცვლას და ვინაიდან საქმეში ახალი გარემოებები არ გამოკვეთილა, რაც აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის წინაპირობაა, მოსამართლემ ის პატიმრობაში დატოვა. პროკურორის თქმით, მოსამართლეს მიაჩნია, რომ ოქრუაშვილის მხრიდან კვლავ არსებობს მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, ყოფილი მინისტრის ადვოკატი ვახტანგ იაშვილი აცხადებს, რომ ოქრუაშვილის პატიმრობაში ყოფნა პირადად ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნაა.

წლის დიაგნოზი: ბიძინა ივანიშვილმა საბოლოოდ გარეკა – ირაკლი ოქრუაშვილი ციხიდან გასულ წელს აჯამებს

დღევანდელ პროცესზე  გამოძიების კანონიერებაზე ისაუბრეს. დღესვე მოხდა მესამე მოწმის დაკითხვა და პროკურორის ინფორმაციით, სწორედ მისგან სხვადასხვა სახით ვიდეომტკიცებულებები გამოითხოვეს.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი 20 ივნისის აქციის დარბევის ბრალდებით დააკავეს, მასზე აღძრული სისხლის სამართლის საქმე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას გულისხმობს.

დღევანდელ სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა ბრალდებული ყოფილი მინისტრი. საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 23 იანვარს არის ჩანიშნული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g