LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

IRI: მოსახლეობის ნახევარზე მეტი მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება

133
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტმა (IRI) ახალი კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც აჩვენებს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მტკიცე მხარდაჭერა აქვს, ასევე გამოკითხულთა უმრავლესობა პოლიტიკური პარტიების მიმართ ნდობის ნაკლებობას გამოხატავს და უკმაყოფილოა ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების ყოფნის გამო.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ცნობით, გამოკითხულთა 89% სრულად ან მეტ-ნაკლებად უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. მხარდაჭერა, წინა კვლევასთან შედარებით, 4%-ით არის გაზრდილი და ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს.

ამავე კვლევის მიხედვით, კითხვაზე, ზოგადად, იტყვით, რომ ჩვენი ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის თუ არასწორი მიმართულებით? – მოსახლეობის 62% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, მხოლოდ 30% ფიქრობს, რომ შერჩეული გზა სწორია, 7% კითხვას არ პასუხობს.

IRI-ის ინფორმაციით, კვლევა ჩატარებულია საქართველოში 4-დან 23 მარტის ჩათვლით. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ.

მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს.

მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად.

კვლევაში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადა 63-მა პროცენტმა. ცდომილების ზღვარი ±2.5 პროცენტს შეადგენს.

კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g