ირლანდიის პრემიერ-მინისტრი კვირაში ერთი დღე ექიმად იმუშავებს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “როიტერსი” ავრცელებს. 

ლეო ვარადკარი, რომელსაც სამედიცინო განათლება და მეტიც, ექიმად მუშაობის შვიდწლიანი გამოცდილება აქვს, მედიკოსებს ამჯერად, 

კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარება.

“მისი ოჯახის და მეგობრების დიდი ნაწილი ჯანდაცვის სფეროში მუშაობენ. მასაც სურს მცირედი დახმარება გაუწიოს მოქალაქეებს,”-  აცხადებენ პრემიერის პრესსამსახურში.

საერთაშორისო მედიის ცნობით, პრემიერი ინფიცირებულებს სატელეფონო კონსულტაციით უკვე ეხმარება.

ლეო ვარადკარი ექიმთა მონაცემთა ბაზაშიც დარეგისტრირდა.

ირლანდიაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები ათას აჭარბებს. დაღუპულია ექვსი ადამიანი. Ad desktop banner Ad mobile banner

დედიკა კალატოზი
ავტორი

მსგავსი თემები